თბილისი (GBC) – 2022 წლის მეოთხე კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავალმა 26.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 6.7%-ით ნაკლებია (რაც დაახლოებით 1.9 მილიონი ლარია).
2022 წლის 1 მარტიდან აზარტული თამაშების სამაუწყებლო რეკლამა აიკრძალა. რეგულაციის ამოქმედებამდე აზარტული თამაშების ორგანიზატორი კომპანიები მაუწყებლების მსხვილ დამფინანსებლებს წარმოადგენდნენ. კერძოდ, 2021 წლის მეოთხე კვარტალში აზარტული თამაშების სექტორიდან მიღებულმა სარეკლამო შემოსავალმა 5,984,498 ლარი შეადგინა. კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, ამ ფაქტორის გარეშე სარეკლამო ბაზარი 18%-იან ზრდას აჩვენებს.
სარეკლამო ბაზარზე ყველაზე დიდი წილი ტელეიმედს აქვს, მას მედია ჰოლდინგი და მთავარი არხი მოჰყვება.