თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტები 2.1 მლნ. მგზავრს მოემსახურა, რაც 17.7%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს — აეროპორტებმა მიიღო 1.1 მლნ. მგზავრი (17.4 %-ით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 1 მლნ. მგზავრი (18.1%-ით მეტი).
2025 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 95.1% რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.
2025 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 8.6 ათასი შეადგინა, რაც 12.8%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
2025 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 9 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 92.2% მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 7.8% — გაგზავნილი.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.9 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 86.9%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
2025 წლის II კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 172.6 ათასი მგზავრი და გადატანილია 38.2 ათასი ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 1.5%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა 18.6%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.