თბილისი (GBC) - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში წერს, რომ "საქართველოს გზა ევროკავშირის წევრობისკენ არის უფრო უსაფრთხო და დაცული მომავლისკენ მიმავალი გზა, რაც ამ ისტორიული სამშვიდობო პროექტის ნაწილად ქცევას გულისხმობს".

მათივე ცნობით, დღესდღეობით ევროკავშირი მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიანი რეგიონია, სადაც ყოფილი მეტოქეები კეთილდღეობის მისაღწევად ერთად მუშაობენ.

„ევროკავშირი 1950-იან წლებში ომით განადგურებული კონტინენტის აღსადგენად შეიქმნა. დღეს ის მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიანი რეგიონია, სადაც ყოფილი მეტოქეები კეთილდღეობის მისაღწევად ერთად მუშაობენ. ევროკავშირის შექმნის დღიდან 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მასში ომი არ ყოფილა — ეს ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების ისტორიული მიღწევაა“, - ნათქვამია განცხადებაში.