თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტრო სუს-სს და თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებას უზრდის.

2025 წლის ბიუჯეტში წინასაახალწლო ცვლილებით, მდინარაძის უწყებას 45.5 მლნ ლარი ემატება. სამინისტროს კი 110 მილიონი, ვალდებულებების გასტუმრებისთვის - შესყიდვებია ასანაზღაურებელი.

საბიუჯეტო სუბსიდია არ ეყო რთველის კამპანიას და 160 მილიონით, 220 მლნ-მდე ეზრდება. ასევე 2026  წლის ბიუჯეტიდან 20 მილიონი გადმოდის 2025-ში და მელიორაციიის დაფინანსება 110 მლნ -მდე გაიზრდება. ანალოგიურადაა მყარი ნარჩენების მართვაზე, რომელიც ინფრასტრუქტურიდან ფუნქციურად გარემოს დაცვაშია გ და 2026-ში მისაღები ₾40 მილიონი წელს მიემართება.

დაფინანსება ეზრდება სპორტის  სამინისტროს, კალათბურთის, ფეხბურთის და რაგბის ფედერაციებისთვის, შესაბამისად ₾2.5 მლნ/4.5 მლნ/7 მლნ-ით. ₾12.5 მლნ დაემატება სპორტსმენების ჯილდოების ფონდს (H1/2025-ში 19.5 მლნ ანაზღაურდა) .

ეკონომიკის სამინისტროს საბიუჯეტო დაფინანსება, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ბილიკის მოსაწყობად იზრდება, ₾40 მლნ -ით, რომელიც ასევე მომავალი წლისთვის უნდა გამოყოფილიყო, შესაბამისად პროექტის ბიუჯეტი 110 მლნ ლარამდე იზრდება. ₾12 მილიონი ემატება საპენსიო ფონდის თაბნადაფინანსებას.

ამასთან, ცვლილებით, საბიუჯეტო სახსრების ეკონომიაც კეთდება, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩავარდნის ხარჯზე. საგზაო ინფრასტრუქტურაზე წელს137 მლნ დაიზოგა. ძირითადად წითელი ხიდის ალგეთი -სადახლოს მონაკვეთებზე, რომლის მშენებლობა წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა კონტრაქტები ჯერაც არაა გაფორმებული. მთლიანობაში 146 მლნ-ის სამუშაოები ვერ სრულდება. აუთვისებელი დარჩა ელექტროგადამცემი ხაზების დაფინანსება.

ეკონომია კეთდება სკოლის ინფრასტრუქტურის და აღჭურვის პროექტების შეჩერების ხარჯზე, სულ ₾215 მლნ მოცულობით. 100 მლნ დაიზოგა საგარეო ვალის მომსახურებაზე, კურსთა შორის სხვაობით.

28 მილიონის ეკონომია გააკეთა იუსტიციის სამინისტრომ. დაზოგა საერთაშორისო არბიტრაჟში მონაწილეობის, იურიდიული კომპანიების დაქირავების ხარჯი.

ცვლილებებით, 2025-ის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები თითქმის არ იცვლება, მშპ-სთან დეფიციტი კვლავ 2.5%-ით განისაზღვრება. მშპ-ს გადაანგარიშების გამო გაზრდილია ნომინალური მაჩვენებელი, 99 მლრდ -დან, 104 მლრდ -მდე. ეკონომიკის ზრდის 6%-იანი პროგნოზი კი მომატებულია 7.2%-მდე.

190 მლნ ლარით კორექტირდება შემოსავალი მოგების გასადახადიდან, მთლიანად საბანკო სექტორიდან დანაკლისის ხარჯზე. რადგან სექტორმა 2024 წელს პროგნოზირებულზე ნაკლები მოგება მიიღო, ბანკების საავანსო 2024-ის გადახდები 04/2025-ში დაკორექტირდა (გასწორდა,დამინუსდა). სამაგიეროდ სებ-ის მაღალი მოგების ხარჯზე იზრდება სხვა შემოსავლები, 340 მლნ ლარამდე.