განათლების გზაზე არ გაჩერდე - საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხა...
მოსწავლეებისთვის,
სტუდენტებისთვის,
ახალგაზრდა
პროფესიონალებისთვის და
მასწავლებლებისთვის
საქართველოს ბანკი
შესაძლებლობების შექმნას
განაგრძობს. სწორედ ამიტომ,
40-ზე მეტ საგანმანათლებლო
პროექტს ახორციელებს,
რითაც 500 000-ზე მეტი
ახალგაზრდისთვის ქმნის
განათლების
შესაძლებლობას. ბანკის
მიერ შექმნილი
შესაძლებლობების შესახებ
ინფორმაცია
ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე
ganatleba.bog.geგანათლების
შესაძლებლობები
მოსწავლეებისთვის:საქართველოს
ბანკის და კომაროვის STEM
სკოლა - ახალგაზრდებში
მომავლის პროფესიების
პოპულარიზაციის მიზნით,
საქართველოს ბანკი,
კომაროვთან ერთად, STEM
სკოლის პროექტს
ახორციელებს, რომლის
ფარგლებშიც VII-XI კლასის
მოსწავლეებს აძლევს
შესაძლებლობას:· გაიარონ
1-წლიანი სასწავლო კურსი
ონლაინ;· დაეუფლონ
მომავლის პროფესიებს;·
მიიღონ სერტიფიცირებული,
აკადემიური ცოდნა STEM
მიმართულებით.კურსი
ონლაინ ტარდება, რაც
საქართველოს მასშტაბით
მცხოვრებ მოსწავლეებს
აძლევს შესაძლებლობას,
გაკვეთილებს ნებისმიერი
წერტილიდან
დაესწრონ.ამასთან,
საქართველოს ბანკი
ყოველწლიურად საუკეთესო
შედეგების მქონე 60
მოსწავლეს 100%-ით, ხოლო 30-ს
50%-ით უფინანსებს
სწავლას.სასკოლო
ოლიმპიადებიახალგაზრდებისთვის
განათლების
შესაძლებლობების
შესაქმნელად, საქართველოს
ბანკი არაერთ სასკოლო
ოლიმპიადას ახორციელებს
და უჭერს მხარს. მათ
შორისაა:STEM ოლიმპიადა - ეს
კომაროვის სკოლასთან
თანამშრომლობით შექმნილი
პროექტია, რომლის
ფარგლებშიც მოსწავლეები
თეორიული და პრაქტიკული
ამოცანების გადაჭრაზე
მუშაობენ. საპრიზო ადგილზე
გასულ სკოლის გუნდს
საქართველოს ბანკისგან
ფულადი პრიზი 10 000 ლარი
გადაეცემა.ევერესტი - I-VI
კლასის მოსწავლეებისთვის
გამართული ყველაზე
მასშტაბური მათემატიკური
ოლიმპიადაა, რომელიც
სეზონურად ტარდება და
მასში მონაწილეობას 17 000-ზე
მეტი მოსწავლე იღებს.
ევერესტის გენერალური
სპონსორი საქართველოს
ბანკია. ოლიმპიადის
ფარგლებში, ოქროს ტურის 2
გამარჯვებული მოსწავლე
საქართველოს ბანკისგან 5000
ლარის ოდენობის
სტიპენდიას
იღებს.საქართველოს ბანკის
ინოვაციური ბიბლიოთეკები -
იდეათეკებიმოსწავლეებისთვის
შემეცნებისა და
განათლების კიდევ უფრო
მეტი შესაძლებლობის
შესაქმნელად, საქართველოს
ბანკმა ინოვაციური
ბიბლიოთეკები - იდეათეკები
საქართველოს 11 რეგიონის 25
სკოლაში გახსნა.ყოველი
იდეათეკა აღჭურვილია
მრავალფეროვანი, 2000-მდე
წიგნისგან შემდგარი
ბიბლიოთეკით, განათლების
მისაღებად საჭირო
თანამედროვე
ინსტრუმენტებით -
კომპიუტერებითა და
პროექტორებით, STEM
კუთხით.საქართველოს
ბანკის ინოვაციური
ბიბლიოთეკების რაოდენობა
კიდევ გაიზრდება და
უსაზღვრო აღმოჩენების
სივრცეზე უფრო მეტ
ახალგაზრდას მისცემს
წვდომას.შესაძლებლობები
სტუდენტებისთვის და
ახალგაზრდა
პროფესიონალებისთვის:საქართველოს
ბანკის სტიპენდია და
გიორგი ჩახავას სახელობის
სტიპენდია - პროექტი
შესაძლებლობას აძლევს
მიზანდასახულ და
მოტივირებულ სტუდენტებს,
მიიღონ სწავლის ერთწლიანი,
100%-იანი ან ნაწილობრივი
დაფინანსება. უკვე
გამოვლინდა საქართველოს
ბანკი 350-ზე მეტი
სტიპენდიატი და მათი
რაოდენობა ყოველწლიურად
იზრდება. დეტალური
ინფორმაცია
ხელმისაწვდომია
stipendia.bog.geსწავლა დიდ
ბრიტანეთში, აშშ-სა და
გერმანიაში - CHEVENING-ის, Fulbright-ისა
და ნიკა გუჯეჯიანის
სასტიპენდიო პროგრამების
ფარგლებში, საქართველოს
ბანკი ახალგაზრდა
პროფესიონალებს
შესაძლებლობას აძლევს,
სრული დაფინანსებით
ისწავლონ წამყვან
უნივერსიტეტებში,
სამაგისტრო საფეხურზე.
ინიციატივის ფარგლებში,
უკვე გამოვლინდა
საქართველოს ბანკის 50-ზე
მეტი სტიპენდიატი,
რომლებიც სასწავლებლად
დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და
გერმანიაში გაემგზავრნენ.
განათლების
შესაძლებლობების შესახებ
დეტალური ინფორმაციის
მისაღებად ეწვიეთ
ვებგვერდს
stipendia.bog.geსაქართველოს ბანკის
მიერ ახალგაზრდების
მხარდასაჭერად შექმნილი
ინიციატივების შესახებ
დეტალური ინფორმაცია
ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge-ზე.(R)
1757938342