თბილისი (GBC) - საქსტატის 2025 წლის მონაცემებით, საქართველოში 53 პროფესიული თეატრი ფუნქციონირებდა, აქედან, 42 ერთეული იყო დრამის, მუსიკალური კომედიისა და მინიატურების, 7 - თოჯინების, 2 - ოპერისა და ბალეტის, ხოლო 2 - ბავშვთა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი. თეატრების უმრავლესობა (54.7%) ფუნქციონირებდა თბილისში, 13.2% - იმერეთში, ხოლო დარჩენილი 32.1% სხვა რეგიონებში.

2025 წელს ქვეყანაში 4.4 ათასი ღონისძიება ჩატარდა, აქედან 130 იყო გასვლითი (ქალაქის გარეთ).

საზღვარგარეთ ჩატარებული ღონისძიებების რაოდენობამ 153 ერთეული შეადგინა.

2025 წელს ჩატარებული სპექტაკლების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით 9.8%-ით შემცირდა და 4 073 ერთეული შეადგინა. სპექტაკლების ნახევარზე მეტი (70.4%) თბილისში ჩატარდა.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს ღონისძიებებზე დამსწრე მაყურებელთა საერთო რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით 2.5%-ით შემცირდა და 620.3 ათასი შეადგინა. მაყურებელთა დასწრების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა თბილისი (66.3%-ით), ხოლო მეორე ადგილზეა იმერეთი (9.6%-ით).

2025 წელს საქართველოში 261 მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი ფუნქციონირებდა, საიდანაც 104 ერთეული წარმოადგენს მემორიალურ მუზეუმს, 74 ერთეული - ისტორიულს (მხარეთმცოდნეობის), 23 ერთეული - ხელოვნების, 13 ერთეული - მუზეუმ-ნაკრძალს, 2 ერთეული - ლიტერატურულს, ხოლო 45 - სხვა სახის მუზეუმს.

2025 წელს ყველაზე მეტი მუზეუმი ფუნქციონირებდა თბილისში (22.6%). ამ მაჩვენებლით მეორე და მესამე ადგილებზე იმერეთის (15.3%) და კახეთის (14.2%) რეგიონებია.

2025 წელს მუზეუმებში დამთვალიერებელთა რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით 4.5%-ით გაიზარდა და 2 მლნ. კაცი შეადგინა. საშუალოდ ერთ მუზეუმზე 7.7 ათასი დამთვალიერებელი მოდის.

2025 წელს მუზეუმებში ექსკურსიების რაოდენობა 0.9%-ით შემცირდა და 44.6 ათასი შეადგინა, ხოლო გამოფენათა რაოდენობა - 7.1%-ით გაიზარდა და 1 006 ერთეული იყო.