თბილისი (GBC) - სებსტატის სტატისტიკაზე დაყრდნობით, 2025 წლის I კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან $826 მლნ-ის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის პირველი კვარტალის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2.3%-ით მეტია.

2025 წლის I კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების თვალსაზრისით, მაღალი პროცენტული ზრდა დაფიქსირდა აზერბაიჯანიდან - 19.8% და საუდის არაბეთიდან - 12.3%. ამავდროულად სტატისტიკის მიხედვით, მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩევა ისრაელიდან მიღებული მოგზაურობიდან შემოსავლები, რომელმაც 2025 წლის I კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73.7%-იანი ზრდა აჩვენა და $114.2 მლნ-ს გაუტოლდა.

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2025 წლის I კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 12.5%-ით განისაზღვრა და $103.2 მლნ-ს გაუტოლდა.

კლების ტენდენციით ხასიათდება რუსეთიდან მიღებული მოგზაურობიდან შემოსავლები - 2025 წლის I კვარტალში რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავალი 17.2%-ით შემცირდა.

საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან 2025 წლის პირველ კვარტალში შემდეგნაირად ნაწილდება:

ქვეყანა

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი, მილიონი აშშ დოლარი

აზერბაიჯანი

48.6

ბელარუსი

15.9

თურქეთი

107.1

ირანი

27.2

ისრაელი

114.2

რუსეთი

141.8

საუდის არაბეთი

8.7

სომხეთი

28.2

უკრაინა

33.7

ევროკავშირი

103.2

დანარჩენი ქვეყნები

197.4