თბილისი (GBC) - წაშალეთ თქვენი დნმ 23andMe-დან ახლავე - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას The Washington Post.

23andMe, გენეტიკური ტესტირების კომპანია, რომელმაც 15 მილიონამდე მომხმარებლის დნმ შეაგროვა, გაკოტრების პროცესშია და აქტივების გაყიდვას აპირებს.

კომპანია აცხადებს, რომ მომხმარებელთა მონაცემების დაცვა უცვლელი დარჩება, მაგრამ კალიფორნიის გენერალურმა პროკურორმა უკვე გაავრცელა ოფიციალური გაფრთხილება პირადი მონაცემების უსაფრთხოების შესაძლო რისკებზე.

2023 წლის მონაცემთა დარღვევამ, კერძოდ, ჰაკერების მიერ პაროლების გატეხვამ, 7 მილიონი მომხმარებელი დააზარალა — მათ შორის გაჟონა გენეოლოგიური ხის, დაბადების თარიღებისა და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციამ.

კომპანიის ღირებულება $6 მლრდ-დან $50 მლნ-მდე დაეცა. დირექტორთა საბჭო გადადგა, ხოლო აღმასრულებელმა დირექტორმა ენ ვოჟიცკიმ უარი თქვა პოსტზე, თუმცა რჩება ბორდის წევრად და კიდევ ერთხელ ცდილობს კომპანიის შეძენას.

სექტემბერში, 23andMe-ის დირექტორთა საბჭო გადადგა მას შემდეგ, რაც უარყო აღმასრულებელი დირექტორის ენ ვოიციცკის წინადადება კომპანიის კერძო საკუთრებაში გადაყვანის შესახებ, თუმცა ის კვლავ რჩება კომპანიის საბჭოში. კომპანია გამოაცხადა გაკოტრების შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ მისი საქმიანობა გაგრძელდება გაყიდვის პროცესის განმავლობაში.

გაკოტრების პროცესში მონაცემები შესაძლოა გაიყიდოს ან გადაეცეს ახალ მფლობელს, რამაც შესაძლოა შეცვალოს კონფიდენციალობის პოლიტიკა. ექსპერტები მომხმარებლებს აფრთხილებენ, რომ მონაცემები შესაძლოა გამოყენებულ იქნას სადაზღვევო კომპანიების მიერ. კონექტიკუტის გენერალურმა პროკურორმა, უილიამ ტონგმა კი მომხმარებლებს ურჩია, რომ უკეთესია მონაცემების წაშლა, რათა მათი დაცულობა შენარჩუნდეს.

„თუ ეს მონაცემები მოხვდება სადაზღვევო კომპანიებში, მათ შეიძლება უარი თქვან დაფარვაზე ან მეტი გადაგახდევინოთ სიცოცხლის, ინვალიდობის ან გრძელვადიანი ზრუნვის დაზღვევაში თქვენი გენეტიკის გამო“, განაცხადა გინის ფაჰსმა, Consumer Reports-ის პროდუქტის R&D დირექტორმა.

კონექტიკუტის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მასაც აქვს იგივე შეშფოთებები: „ამ მონაცემების სენსიტიურობის გათვალისწინებით, წარსული დარღვევის და კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, მომხმარებლებმა შეიძლება გადაწყვიტონ, რომ ყველაზე კარგი გადაწყვეტილება მათი მონაცემების წაშლა იქნება, რათა კომპანიას აღარ ჰქონდეს ის“.