თბილისი (GBC) – საქართველოსა და ყაზახეთის საბანკო და საფინანსო სისტემების მდგრადობასა და სტაბილურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს სების პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ვიცე–პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში ყაზახეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ტიმურ სულეიმენოვთან გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის ქვეყნებს შორის ფინანსური კავშირების განვითარების მნიშვნელობაზე.

სების ცნობით, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში შემუშავებული 2025-2026 წლების ორმხრივი თანამშრომლობის საგზაო რუკა მიმოიხილეს, რომელიც ითვალისწინებს გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ფინანსური ტექნოლოგიების, საგადახდო სისტემების, ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერების რეგულირების, საგადამხდელო ბალანსის, მონეტარული და მაკროპრუდენციული პოლიტიკის, კაპიტალი ბაზრების დაახლოების, ბანკნოტების გამოშვების, რისკების მართვისა და სხვა საკითხებში.

თავის მხრივ, ყაზახეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ტიმურ სულეიმენოვმა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და უფრო პროდუქტიული და ეფექტური პარტნიორობის მზადყოფნა გამოთქვა.