თბილისი (GBC) - სებ-ი რეფინანსირების განაკვეთს 29 იანვრის მპკ-ზე ვერ შეამცირებს.
ჯერ იმიტომ რომ შერბილების საშუალებას არ იძლება გაურკვევლობა, დაძაბულობა და ბაზრის სენტიმენტები, რომლის სიმძაფრე სექტემბერ-ოქტომრის დროინდელზე ნაკლებია, თუმცა არც განეიტრალების კონტურები ჩანს.
TBC კაპიტალის მთავარმა ეკონომისტმა საზმაუზე (ბიზნესპარტნიორში) აღნიშნა, რომ ინფლაციის ნაწილში, ვუყურებთ საპრჰოგნოზოს და არა არსებულ მაჩვენებელს, რომელიც 2%-ს ჩამოსცდება და შესაძლოა სამიზნესაც (3%) გადააჭარბოს. ოთარ ნადარაიამ სენტიმენტებზე გაამახვილა ყურადღება, რაც სხვა ფუნდამენტურ მახასიათებლებთან ერთად მაკროეკონომიკურ ფაქტორად განიხილება.
დაძაბულობა და სენტუმენტები მოქმედებს ლარის კურსზეც. ნადარაიამ საარჩევნო გადახურდავებების მასშტაბზე აღნიშნა და თქვა, რომ ახლა მასშტაბი შედარებით მცირეა, თუმცა გამოწვევა გასაუბრალოებელი არ არის.
ნადარაიას თქმით, კურისის დინამიკა განყენებულად არ განიხილება, მხოლოდ დოლართან მიმართებაში. ევროს ტრენდიც გასათვალისწინებელია.
ბანკირმა ევროს გაუფასურების ბოლო დროის პრაქტიკა მოიხმო, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის პერიოდის, როცა არასწორმა მოლოდინებმა მსესხებლის არასწორი ქცევა განაპირობა, ევრო აირჩიეს და დაზარალდნენ, რადგან ევრომ პოზიციები აღიდგინა.
მან მოქალაქეებს ურჩია, TBC კაპიტალის ლარი/ევრო/დოლარის ჩარჩითი იხელმძღვანელონ, უყურონ საშუალოვადიან ინდიკატორებს.
შესაბამისად, კურსზე მოქმედი მოვლენების განვითარების ხცენარის პროგნოზირება ახლა არავის ძალუძს და ვერც თიბისი კაპიტალი იქნება გამონაკლისი.
საინვესტიციო ბანკირების გათვლებით შესაძლებელია მხოლოდ კურსის საორიენტაციო ნიშნულის განსაზღვრა $1 - ₾2.9