თბილისი (GBC) - სებ-ის ინფორმაციით, ფულის გათეთრების კანონმდებლობის დარღვევისთვის პეისერა ბანკი  46 000 ლარით დაჯარიმდა.

ციფრულ ბანკს კლიენტის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის მოთხოვნები აქვს დარღვეული  3 კომპანიასთან, ასევე დოკუმენტების დამოწმების ნაწილში, რასაც ფინანსური მონიტორინგის სამსახური ავალდებულებს.

იგნორირებნულია  სებ-ის  პრეზიდენტის  N48/04 ბრძანება, კლიენტის მიმართ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონული წესით განხორციელებაზე (დარღვეულია კლიენტის ელექტრონული იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პირობა).

სათანადოდ არ არის შესწავლილი  გარიგების დეტალები, მხარეების შესახებ ინფორმაცია, კლიენტის რისკის დონე. დარღვეულია კლიენტის იდენტიფიკაციის პროცედურა.

დამატებით დარღვევაა 2 კლიენტთან მიმართებით, გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების არასათანადოდ ჩატარებაზე. საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგზე, არაა შესწავლილი ქონების და ფულადი სახსრების წარმომავლობა.

1 კლიენტთან მიმართებით  დარღვეულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შეფასების  სებ-ის მოთხოვნები.

მე-2 კლიენტის ქეისს, რომელიც მაღალი რისკის კატეგორიაში გადის, არ ერთვის ხელმძღვანელობის დამატებითი ნებართვა. კანონი ითხოვს საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან გაგრძელების ნებართვა (მე-18 მუხლ დ))