თბილისი (GBC) - არარეზიდენტების დაკრედიტება ოქტომბერში დაპაუზდა. განახევრებულია ვაჭრობის ოპერაციების დაფინანსება. თვის გაცემები 1 მლნ ლარს ჩამოსცდა  (₾0.83 მლნ ).

მრეწველობის სექტორისთვის ოქტომბერში, სულ გაცემულია 140 000 ლარი, როცა სექტემბერში იყო 8 მილიონზე მეტი.

4.4-ჯერ არის შემცირებული დაფინანსება ფინანსური შუამავლობის ნაწილში. გაზრდილია მხოლოდ სამშენებლო დარგის ინექციები. ოქტომბერში 400 000  ლარამდე ტრანშებია გაცემილი.

რეზიდენტი კლიენტების დაფინანსება დინამიურია. თვის გაცემებიც სტაბილური. ოქტომბერში დომინირებს ვაჭრობის სექტორი 1.3 მლრდ ლარით.