თბილისი (GBC) - სებ-ის დელეგაციას კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტმა (KFTC) უმასპინძლა.

ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა კორეის ფინანსური ტელეკომუნიკაციისა და კლირინგის ინსტიტუტის პრეზიდენტს იონგ სეოკ პარკს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს საგადახდო სისტემებსა და ცენტრალური ბანკის როლზე ინოვაციებსა და ფინანსურ სტაბილურობაში.

KFTC-ში გაიმართა სემინარები. ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემებისა და ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა, ვარლამ ებანოიძემ და ნატალია ჭყოიძემ საქართველოს ფინტექ სტრატეგიისა და საგადახდო სისტემების თაობაზე პრეზენტაციები წარადგინეს.

სემინარი კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტის წარმომადგენლებმაც გამართეს, რომელიც კორეის საგადახდო სისტემებს, კრედიტ სქორინგს, ფინტექ პოლიტიკასა და ღია ბანკინგის თემებს მოიცავდა.