თბილისი (GBC) - კალაძეს უნდა, რომ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე შაბათს აანთოს.
მან ვიდეომიმართვაში თქვა, რომ შაბათს თბილისში სადღესასწაულო განათებები ეტაპობრივად ჩაირთვება.
აღნიშნა, რომ სადღესასწაულო სამზადისი დასკვნით ეტაპზეა. განათებები დამონტაჟებულიაყველა ცენტრალურ გამზირზე, გარდა რუსთველისა, რომლის ილუმინაციებით მორთვა მოგვიანებით იგეგმება.
კალაძე მთავარი ნაძვის ხის ანთებას, მანამდე, 6 დეკემბერს გეგმავდა. ასევე რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილია გალა-კონცერტი საახალწლო ღამეს.
სადღესასწაულო შესყიდვები მერიამ რამდენიმე ლოტად გამოაცხადა. მათ შორის, მთავარი შესყიდვა 8.577 მლნ-ის, გამარტივებული წესით.