თბილისი (GBC) - ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტმა (Moneyval) ვირტუალური აქტივის და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების (vasp) მიმართ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის (AML/CFT) მიზნით,

სებ-ის გატარებული ღონისძიებები დადებითად შეაფასა. ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) მე-15 რეკომენდაციაზე საქართველოს შესაბამისობის რეიტინგი „ნაწილობრივ შესაბამისიდან“ (Partially Compliant) „მნიშვნელოვნად შესაბამისამდე“(Largely Compliant) გაუმჯობესდა.

Moneyval-ის 27 წევრი ქვეყნიდან მხოლოდ 7 ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს Largely Compliant შეფასება.

Moneyval-ის ანგარიშში წერია, რომ „საქართველომ განახორციელა მნიშვნელოვანი ნაბიჯები მე-15 რეკომენდაციის უზრუნველსაყოფად, რაც ითვალისწინებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების (VASP) საქმიანობის რეგულირებას“.

VASPs საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავების მიმართულებით განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) მხარდაჭერა.

2023 -დან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებების გარდა, ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირების და ზედამხედველობის დეპარტამენტის ინიციატივით, ასევე საერთაშორისო სანქციების იმპლემენტაციის და VASP-ის ინსპექტირების და დისტანციური ზედამხედველობის განყოფილების მნიშვნელოვანი ჩართულობით ბევრი ღონისძიება განხორციელდა.

სებ-ის ინფორმაციით, AML/CFT მიმართულებით საზედამხედველო ჩარჩოს დახვეწას განაგრძობს.

მიზანია როგორც FATF რეკომენდაციებთან შესაბამისობა, ასევე, ვირტუალური აქტივისა და ვირტუალური აქტივის მომსახურების ეკოსისტემაში AML/CFT რისკების ეფექტური მართვის კულტურის მდგრადი განვითარებაა.