თბილისი (GBC) - სესხის პირობებით და ბანკის მომსახურებით უკმაყოფილების სტატისტიკა ერთჯერადი  კამპანიით არის განპირობებული. 

სების მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ირინე იოსელიანმა, TV პირველის გასული კვირის ეთერში, ბიემჯიზე განაცხადა, რომ გაზრდილი მიმართვიანობა საპენსიო სესხს უკავშირდება და პრობლემა უკვე მოგვარებულია. ლიბერთის  რეაგირების შემდეგ. 

სებ-ის სტატისტიკით, მომხმარებლის 2 454 საჩივარი ფიქსირდება აპრილში. 1 000-ზე მეტითაა ზრდა 2023 წლის აპრილთან შედარებით.

ანტისაბანკო განწყობების გასაღვივებელი კამპანიები ჩვენ ქვეყანაში პერიოდულად გორდება, რომელშიც ზოგი მიზანმიმართულად ერთვება, ზოგი უნებურად. ის საზოგადოების გულის მოგების ყველაზე იაფფასიან აქტივობად მიიჩნევა, რადგან ფართოდ აპრობირებულია დროსა და მასშტაბში.  

ბანკის სესხებში ყველაზე პრეტენზიული, სამომხამრებლო მსესხებელია. მისოებსა და სგს-ში კი სალომბარდე.

სების იანვარ-აპრილის სტატისტიკით, ბანკებში მომხმარებლის 9 350-ზე მეტი პრეტენზიაა შესული. მიკროსაფინანსოებში – 284. სგს-ის (სესხის გამცემი სუბიექტი) მიმართ მსესხებლების 621 პრეტენზიაა.

ბანკის მიმართ მომხმარებელთა პრეტენზიების რაოდენობა თვეების მიხედვით 

 

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ პრეტენზიები თვეების მიხედვით

სგს-ის პრეტენზიული მომხმარებლის საჩივრების რაოდენობა თვეების მიხედვით