თბილისი (GBC) - დაკრედიტებაში სამომხმარებლო სესხები კვლავ ყველაზე აღმავალ ტრენდს ინარჩუნებს. 

01.12.2024-ის მდგომარეობით, წლიური ზრდა 26% -ია. წინა წელთან შედარებით ტემპი აჩქარებულია (01.12.2023- +23.5% Y.Y), თუმცა ზაფხულის  კოეფიციენტს (07/2024 - 28.7%) ჩამოსცდება.

17.48%-ია ბიზნესსესხების წლიური ზრდის მაჩვენებელი (01.12.2023 – 17.12%Y.Y). ბანკების ბიზნესპორტფელი კვლავ მაღალდოლარიზებულია. დოლარიზაციის კოეფიციენტი 59%-ია სექტემბრიდან მხოლოდ 1%პ-ით არის შემცირებული (09/2024- 60%)

დეკემბრის მდგომარეობით, ბიზნესის დაფინანსებისთვის სულ 35 მლრდ-ის 288 000 ერთეული  სესხია გაცემული და აქედან 20.6 მლრდ ლარის ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაში  24 840 კრედიტია.

წლის ჭრილში,  სავალუტო სესხების რაოდენობა გაზრდილია,  ბიზნესისთვის ლარის გაცემები კი შემცირებულია. შესაბამისად, ვალუტაში ზრდაა  23 265-დან, 24 840-მდე. ლარში კი კლება  272 840-დან, 263 110-მდე. 

 ბანკები საკრედიტო დაბანდებით

 

           

11m/24

   წილი

თიბისი

23 253 164

38,52%

საქართველოს ბანკი

23 798 873

37,64%

ლიბერთი

3 599 516

5,83%

ბაზისბანკი

2 917 955

4,72%

კრედო

2 447 134

3,96%

ტერა ბანკი

1 068 933

2,32%

პროკრედიტ ბანკი

1 363 475

2,21%

ქართუ

1 431 873

1,73%

 

 წყარო: სებ-ი  & BRG   

მლრდ

 %

 

 

ToP ბანკები  მილიარდზე მეტი პორტფელით