თბილისი (GBC) - Galt & Taggart-ის კვლევაში ვკითხულობთ, რომ 4Q25-ში საერთაშორისო ვიზიტორები (ჯამურად ტურისტული და ერთდღიანი ვიზიტები) საქართველოში წლიურად 8.3%-ით გაიზარდა, რამაც 1.5 მლნ მოგზაური შეადგინა. აღნიშნული ზრდა ძირითადად ტურისტული ვიზიტების 10.5%-იანმა ზრდამ განაპირობა (79.4% მთლიან ვიზიტებში), მაშინ როცა ერთდღიანი ვიზიტები წლიურად მხოლოდ 0.5%-ით გაიზარდა.

ამასთან, 4Q25-ში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა (21.8% წილი ჯამურ ვიზიტებში), თურქეთიდან (18.6% წილი) და სომხეთიდან (14.9% წილი). ვიზიტორთა უმრავლესობა საქართველოში შემოვიდა საავტომობილო ტრანსპორტით (56.1%-იანი წილი), რასაც მოსდევს საჰაერო გზით შემოსვლა (43.2%-იანი წილი).

ჯამურად, 2025 წელს საქართველომ 6.9 მლნ მოგზაურს უმასპინძლა (+6.2%), საიდანაც ტურისტული ვიზიტები 5.5 მლნ იყო (+8.4%), ხოლო ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა 1.3 მლნ გაუტოლდა (-2.2%).