თბილისი (GBC) – გალტ&თაგარტის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2025 წლის 6 იანვარს 6-თვიანი ₾50 მლნ-ის ($17.8 მლნ-ს) ოდენობის სახაზინო ვალდებულებები გაყიდა.

აუქციონზე მოთხოვნა 2.2-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.023პპ-ით გაიზარდა და 7.583% შეადგინა.

შემდგომი აუქციონი დაგეგმილია 2025 წლის 14 იანვარს, სადაც 1-წლიანი ₾20 მლნ-ის ღირებულების სახაზინო ვალდებულებები და 11.7-წლიანი ₾30 მლნ-ს ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება.

2025 წელს საქართველოს მთავრობა სახაზინო ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით ₾1.6 მლრდ-ს შიდა ვალის აღებას გეგმავს. 2024 წელს ეს მაჩვენებელი ₾1.5 მლრდ იყო.