თბილისი (GBC) - GBC უერთდება კრიტიკული მედიის წარმომადგენლების გაფიცვას.
ჩვენი რედაქცია მოითხოვს მზია ამაღლობელისა და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას.
ასეთი იქნება საქართველო კრიტიკული მედიის გარეშე!
„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად - საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზედაც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.