თბილისი (GBC) - სებ-ის ცნობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (მ/ო) კაპიტალ ექსპრესს (მესაკუთრე: მაკა გოცირიძე) რეგისტრაცია გაუუქმა.
მისო კაპიტალ ექსპრესი ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტების მიზნით, კრედიტორებმა საზოგადოების ლიკვიდატორს უნდა წარუდგინონ დოკუმენტაცია, 30 დღეში.
ლიკვიდატორი როინ ცაციაშვილია (Roin.Tsatsiashvili@nbg.gov.ge). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება.
2024-ში მ/ო ბაზარი, მასთან ერთად 3-მა სუბიექტმა დატოვა, ფინკრედიტმა (გაუქმდა) და MBC-მ (გაბანკდა).
ბაზარზე 31 მისო რჩება.