თბილისი (GBC) –ნიკა ქურდიანი "თიბისი ბანკის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობას 2023 წლის პირველი მაისიდან დატოვებს. ამის შესახებ განცხადება TBC Bank Group-მა ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოაქვეყნა.
"თიბისის" მენეჯმენტში ცვლილებების შესახებ განცხადება გუშინ, 17 აპრილს გამოქვეყნდა. ნიკა ქურდიანი, რომელიც აქამდე ბრენდის სერვისების ხარისხზე, მარკეტინგსა და საერთაშორისო ბიზნესზე იყო პასუხისმგებელი, ამიერიდან ახალ წამყვან როლს დაიკავებს და საერთაშორისო გაფართოებაზე იმუშავებს. ქურდიანი TBC PLC-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად დარჩება.
განცხადების მიხედვით, ბრენდის სერვისის ხარისხსა და მარკეტინგის ზედამხედველობაზე პასუხისმგებლობას „თიბისის“ აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე აიღებს.