თბილისი (GBC) - სამომხმარებლო სესხებში პრობლემური კრედიტები 276 მლნ ლარამდე გაიზარდა (01/2025 – 259 მლნ).

მ.შ. ლარში სესხების 2.3% (258.6 მლნ)-ია გაპრობლემებული. უმოქმედო სესხები კი ბანკების სავალუტო პორტფელში  შემცირებულია, შშ დოლარში -1.6%-მდე, ევროში კი 1.7%-ის ფარგლებშია.

როგორც იცით, სავალუტო სესხები რამდენიმე რაუნდიან რეგულაციაში მოყვა. ბოლო, 750 000 ლარამდე გაზრდილი ზღვარი 1 აგვისტოდან ამოქმედდება, თუმცა ეს რეგულაცია სამომხმარებლო კრედიტების გაცემებს ნაკლებად ეხება. გამკაცრება მხოლოდ ლარის სასესხო განაკვეთებს მოაქცევს წნეხში.

01.05.2025-ის მდგომარეობით,  ბანკებს, 12.72 მლრდ ლარის სამომხმარებლო სესხები აქვს გაცემული (01/2025 – 12.05 მლრდ ლარი, 05/2024 -₾10.2 მლრდ).

მ.შ. სავალუტო პორტფელში 1.17 მლრდ  ლარის ექვივალენტია დოლარსა და ევროში (მცირედი მოცულობა ფუნტში).

უმოქმედო სესხები ვალუტის მიხედვით, გამოსახული ლარში

 

 

₾არი

აშშ დოლარი

ევრო

05.2025

258 571 417

11 276 139

6 183 947

05.2024

243 573 274

11 970 495

8 164 236

 

წყარო: სებ-ი & BRG