თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განკარგულებით,  პსპ "დი ემ სერვისის" ლიკვიდაციის პროცესი შეწყდა და შპს-დან ლიკვიდატორი ცაციაშვილიც გავიდა. 

განკარგულება გაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და 14 ნოემბერს  სსიპ „საქართველოს
საკანონმდებლო მაცნეშიც“ გამოქვეყნდება.

ამ დროისთვის ლიკვიდაციის რეჟიმში  კიდევ 3 PSP (საგადახდო მომსახურების პროვაიდერი) რჩება.