თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 4–8 ნოემბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციებმა, როგორც წინა კვირასთან, ისე წინა თვესთან შედარებით, სოლიდური ზრდა აჩვენეს.
კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 45.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +7.39% წინა კვირასთან შედარებით და +23.48% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 364 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 42.05 - 47.30 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 92 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 30.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +9.09% წინა კვირასთან შედარებით და +22.16% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 479 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 27.95 - 31.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 93 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 11.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +8.78% წინა კვირასთან შედარებით და +18.87% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 364 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 10.40 - 11.56 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 118 ათასი აქცია შეადგინა.