თბილისი (GBC) - ავსტრალიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად მიშელ ბალოკი დაინიშნა. ეს პირველი შემთხვევაა ქვეყნის ცენტრალური ბანკის ისტორიაში, როდესაც სტრუქტურას ქალი უხელმძღვანელებს.
ბალოკმა ფილიპ ლოუვი ჩაანაცვლა, რომელიც ბანკს 7 წლის განმავლობაში მართავდა.
მიშელ ბალოკი მე-15 ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ქალია მსოფლიოში.
გთავაზობთ ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელ ქალებს მსოფლიოში:
- კეროლაინ აბელი - 2012 წლიდან სეიშელის კუნძულების ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი.
- მაიავა აინუ-ენარი - 2011 წლიდან სამოას ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი.;
- ანიტა ანგელოვსკა ბეჟოსკა - 2018 წლიდან ჩრდილოეთ მაკედონიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი;
- ირმა მარგარიტა მარტინეს კასტრილონი - 2017 წლიდან კუბას ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი.;
- ჯოი გრანტი - 2016 წლიდან ბელიზის (ცენტრალური ამერიკა) ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი;
- ვერონიკა არყოლა იარინ - 2017 წლიდან ეკვადორის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი;;
- რეტსელისიტსოე მატლანიანი - 2012 წლიდან ლესოტო (აფრიკა) ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი;
- ელვირა ნაბიულინა - 2013 წლიდან რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი;
- ჯეინ ოუვენი - 2023 წლიდან კაიმანის კუნძულების ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი;
- ჯანეტ სემელირი - 2008 წლიდან არუბას ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი;
- ჯორჯოვინა ტაბაკოვიჩი - 2012 წლიდან სერბეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი.;
- კატია ტომასეტი - 2018 წლიდან სან მარინოს ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელილი;
- დატუკ ნორ შამშია ინუსი - 2018 წლიდან მალაიზიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი;
- კრისტინ ლაგარდი - 2019 წლიდან ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, საქართველოში ცენტრალურ ბანკს 2023 წლის ივნისიდან ნათია თურნავა ხელმძღვანელობს, თუმცა ის სებ-ის პრეზიდენტის მხოლოდ მოვალეობას ასრულებს. თურნავას სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა უკავია.