თბილისი (GBC) - საბანკო სექტორი ყოველთვიურად, საშუალოდ, წმინდა მოგების 200 მილიონიან ზრდას ინარჩუნებს. სებ-ის სტატისტიკით, ოქტომბრის 12%-იანი მატების შემდეგ, ნოემბერში ტემპი ოდნავ შენელდა და სისტემამ 10%-მდე ზრდა აჩვენა.
ანგარიშგების სებ-ის მეთოდოლოგიით, GAAP-ით, ბანკების 11 თვის წმინდა მოგება 2.4 მლრდ ლარია. IFRS-ით დაანგარიშებულ, 16 ბანკის წმინდა მოგების კონსოლიდირებულ მაჩვენებელს კი ზედამხედველი ამ კვირის ბოლოს გამოაქვეყნებს. რომელიც ორი,სამი ასეული მილიონით გადააჭარბებს აღნიშნულ მონაცემს.
როგორც იცით, საერთაშორისო ენბიჯურზე ლიბერალურია, სარეზერვო მოთხოვნა უფრო მსუბუქია და შესაბამისად ამის ეფექტია მოგების მეტობა.
ბუღალტრულად ჯდება უფრო მაღალი მაჩვენებელი. მაგალითად: GAAP-ით ბანკების სამი კვარტლის წმინდა მოგება თუ იყო ₾1.9 მილიარდი, IFRS-ით გამოვიდა 2.05 მლრდ ლარი. ასევე 10 თვის, იანვარ-ოქტომბრის წმინდა მოგება NBG-ით 2.2 მლრდ ლარია, საერთაშორისო მეთოდოლოგიით დათვლილი კი₾2.3 მილიარდი.
არასრული 2023 -ის, 11 თვის მონაცემებით, საბანკო სექტორის აქტივები 76 მლრდ ლარს აღემატება.
აქტივები ასახავს 16 ბანკის სტატისტიკას. ახლადლიცენზირებული 3-დან, მხოლოდ ციფრულ 2 ბანკს "პეისერას" და "ჰეშს". მე-3, "პეივ ჯორჯია" სისტემას დეკემბერში შეუერთდა.
(ბიზნესპარტნიორი)