თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის - ბიზნესის განათლებაზე ორიენტირებული წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის ონლაინ პლატფორმა Businesscourse.ge-ზე რეგისტრაციების რაოდენობამ 100,000-ს გადააჭარბა.
Businesscourse.ge მუდმივად განახლებადი ონლაინ პლატფორმაა, რომელიც ბიზნესით დაინტერესებულ პირს მრავალფეროვან კურსებს, მასტერკლასს, ცოდნასა და გამოცდილებას სთავაზობს.
● კურსები ხელმისაწვდომია ონლაინ ფორმატში, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, რაც განათლების მიღებას მაქსიმალურად მოქნილს ხდის;
● სასწავლო კურსები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა მენეჯმენტი, ფინანსები, მარკეტინგი, ტექნოლოგიები, ლიდერობა და სხვა;
● თითოეული კურსის შექმნაში სხვადასხვა სფეროს გამოცდილი, ქართველი ექსპერტები მონაწილეობენ;
● ლექციები ადგილობრივ კონტექსტსა და თანამედროვე ბიზნესის საჭიროებებზეა მორგებული, რაც რეგისტრირებულ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, მიღებული ცოდნა საკუთარ საქმიანობაში ეფექტიანად გამოიყენონ.
„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ინიციატივით შექმნილი Businesscourse.ge დღეს უკვე ათობით ათასი ადამიანისთვის ცოდნის გაღრმავებისა და კარიერული განვითარების პლატფორმა გახდა. ეს ციფრი არა უბრალოდ სტატისტიკა, არამედ იმის დასტურია, რომ ჩვენი მისწრაფება - გავხადოთ ხარისხიანი ბიზნეს განათლება ხელმისაწვდომი - წარმატებულია. ჩვენ ვაგრძელებთ ახალი კურსებისა და შესაძლებლობების დამატებას, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტ მეწარმეს თუ ბიზნესის დაწყების მსურველს საკუთარი უნარების გაუმჯობესებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდაში დავეხმაროთ“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ბიზნესკურსი პლატფორმა ბიზნეს 360°-ის მნიშვნელოვანი ნაწილია. „ბიზნეს 360°“ აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის - იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები.