თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ამ სფეროს განვითარებას და სტარტაპების ხელშეწყობისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.
ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, 3-4 დეკემბერს, რიგით მერვე Touch Summit გაიმართება.
Touch Summit ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც საქართველოსა და კავკასიის რეგიონში, ახალი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და ადგილობრივი პროფესიონალებისა და და სტარატაპ ეკოსისტემის განვითარებას ისახავს მიზნად.
წლევანდელი სამიტის მთავარი თემაა: SWITCHING MINDSETS. პროგრამა მრავალფეროვანია და ის აერთიანებს როგორც პანელურ დისკუსიებს, ვორქშოფ სესიებს, სტარტაპ ექსპოს და სხვა საინტერესო აქტივობებს.
ღონისძიებას 60-ზე მეტი სპიკერი და 1000-ზე მეტი დელეგატი დაესწრება. სპიკერებს შორის არიან წამყვანი სპეციალისტები, ისეთი კომპანიებიდან როგორიცაა: META, Spotify, Google, Acrobator VC, BioChimPharm და სხვა.
“მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით, წელს უკვე მერვედ Touch Summit იმართება. ღონისძიების მიზანია, ერთის მხრივ ხელი შეუწყოს ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს, გაეცნონ სიახლეებსა და თანამედროვე ტენდენციებს, რაც მათ საერთაშორისო ბაზარზე განვითარების შესაძლებლობებს მისცემთ. მეორეს მხრივ კი, სტარტაპებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა დაუკავშირდნენ და გაეცნონ ინვესტორებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, შუააზიისა და EMEA რეგიონებიდან.
მიგვაჩნია, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს საქართველოში სტარტაპ კულტურის განვითარებას, მათ გაძლიერებას და საერთაშორისო ბაზარზე გასვლას. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ მონაწილეებს. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების მხარდაჭერას“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
Touch Summit-ის ბილეთი შეგიძლიათ შეიძინოთ აქ.
ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის კი ეწვიეთ ბმულს.