თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკმა ბიზნეს მომხმარებლებისთვის სატენდერო გარანტიის აღების გამარტივებაზე განაცხადა. ახლა უკვე ბიზნეს მობილბანკშია შესაძლებელი, 1 სთ-ზე ნაკლებ დროში.
ბიზნეს მომხმარებელი ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში სატენდერო გარანტიაზე 65%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებს.
ეს შესაძლებელია 1.5 მლნ ლარამდე კონტრაქტებისთვის, უზრუნველყოფის გარეშე. მომენტალურად დამტკიცებით და გააქტიურებით. ტენდერის დასრულებამდე ბიზნეს მომხმარებელს მის უზრუნველსაყოფად თანხის გაჩერება არ უწევს..
“საქართველოს ბანკისთვის პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერა და მათი გაძლიერება უცვლელი პრიორიტეტია. გარკვეული ფინანსური რისკების შემცირების მიზნით სახელმწიფო/სსიპ ტენდერებში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს აქვთ ვალდებულება, ტენდერში მონაწილეობისთვის გარანტია წარადგინონ. სწორედ მსგავსი საჭიროების მქონე კომპანიებს ვთავაზობთ სატენდერო გარანტიას უზრუნველყოფის გარეშე ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში 1 საათზე ნაკლებ დროში“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ბიზნეს მობილბანკში სატენდერო გარანტიით სარგებლობისთვის, აუცილებელია აპლიკაციის განახლება.