თბილისი (GBC) - სებ-მა 2024-ის პროგნოზი გაზარდა, 6.5%-დან 8.5%-მდე. ეროვნული ბანკი სავალუტო ფონდზე და EBRD-ზე ოპტიმისტია. IMF-ის და მსოფლიო ბანკის განახლებული პროგნოზი 7.6% , 7.5% უფრო კონსერვატიულია. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა პროგნოზს ამ შემოდგომაზე გადახედეს.

საქართველოს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი რეკონსტრუქციია და განვითარების  ევროპულმა ბანკმაც (EBRD) გააუმჯობესა, თუმცა 2%პ-ით ჩამოსცდება სებისას.

რეგიონში, რომლის ზრდა EBRD-მა 3.7%-ით განსაზღვრა, საქართველოს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. 

სომხეთი - 6.2%;
აზერბაიჯანი - 3.8%;
მოლდოვა - 3.2%;
უკრაინა - 3%.

საფინანსო ბაზრის ზედამხედველის გაზრდილი მოლოდინები ძირითადად ეკონომიკის პოტენციალის გაუმჯობესებითაა განპირობებული.