TI „ოცნების“ რეპრესიულ კანონპროექტებზე: ცვლილების მთავარი მიზანი მოქალ...
მათი განცხადებით,
აღნიშნული ცვლილებების
მთავარი მიზანი მიმდინარე
აქციების ჩახშობა და
ადამიანების
დაშინებაა.„რეპრესიული
წესები წარმოადგენს
პირდაპირ თავდასხმას იმ
უფლებებზე, რომლებიც
გარანტირებულია ადამიანის
უფლებათა საყოველთაო
დეკლარაციით, ადამიანის
უფლებათა ევროპული
კონვენციითა და
საქართველოს
კონსტიტუციით. ისინი
ასახავენ ავტოკრატიული,
დიქტატორული რეჟიმების
სტრატეგიას, რომელიც
მიზნად ისახავს
განსხვავებული აზრის
ჩახშობას, ძალაუფლების
კონსოლიდაციასა და
რეჟიმისათვის
არასასურველი პირების
დასჯას.ძირითადი
დებულებები და როგორ
შეზღუდავენ ისინი
მოქალაქეთა უფლებებს:1.
სოციალურ ქსელებში
მთავრობის წევრების და
საჯარო მოხელეების
კრიტიკისთვის 60 დღიანი
პატიმრობა დაგემუქრებათ
ხულიგნობა საჯარო
სივრცეში დასჯადი ხდება.
არსებული პრაქტიკით
საჯარო სივრცედ სოციალური
მედიაც მოიაზრება.
შესაბამისად, თუკი
სოციალურ ქსელებში
საზოგადოებრივი წესრიგი
ან მოქალაქეთა სიმშვიდე
დაარღვიეთ, პატიმრობა
გემუქრებათ. მოქმედი
კანონით, ხულიგნობისთვის
მხოლოდ მაშინ დაისჯებით, თუ
ის საზოგადოებრივ ადგილზე
(მაგალითად ქუჩაში)
ჩაიდინეთ; მკაცრდება
პასუხისმგებლობა
ხულიგნობისთვის.
მაქსიმალური ჯარიმა 1000
ლარიდან 3000 ლარამდე, ხოლო
ადმინისტრაციული
პატიმრობის ვადა 15 დღიდან 20
დღემდე იზრდება.
ხულიგნობის განმეორებით
ჩადენის შემთხვევაში
ჯარიმის მაქსიმალური
ოდენობა 2000-დან 5000 ლარამდე
და პატიმრობის ვადა 15
დღიდან 60 დღემდე იზრდება.
ხულიგნობის დეფინიციის
შეცვლა მიზნად ისახავს
“ქართული ოცნებისთვის”
არასასურველი აზრის
გამოხატვის შეზღუდვას და
დასჯას, მათ შორის,
ინტერნეტ სივრცეში, სადაც
ძალადობრივი რეჟიმის
კრიტიკა განსაკუთრებით
მასშტაბურია. გაუგებარია,
რა კრიტერიუმით უნდა
შეფასდეს გამოიწვია თუ არა
ხულიგნობამ (მაგ. სოციალურ
ქსელში გაკეთებულმა
კომენტარმა)
საზოგადოებრივი წესრიგის
ან მოქალაქეთა სიმშვიდის
დარღვევა. არსებობს რისკი,
რომ ნებისმიერი კრიტიკული
მოსაზრება, რომელიც
თანამდებობის პირების
„სიმშვიდეს დაარღვევს”
ხულიგნობად შეფასდება.2.
კრიტიკისთვის, რომელსაც
შეურაცხყოფად მიიჩნევენ,
შესაძლოა დაგაპატიმრონ –
სასჯელი გამოხატვის
თავისუფლებისთვის
პოლიტიკური თანამდებობის
პირის და საჯარო
მოსამსახურის სიტყვიერი
შეურაცხყოფა,
ლანძღვა-გინება ან
შეურაცხმყოფელი
გადაკიდება
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევათა
კოდექსით 6000 ლარიანი
ჯარიმით ან 60 დღიანი
პატიმრობით დაისჯება.
შეურაცხყოფა თანამდებობის
პირის და საჯარო მოხელის
სამსახურებრივ
საქმიანობას უნდა
უკავშირდებოდეს.
სამართალდამცავის
„ლანძღვა-გინებისათვის”
პატიმრობა 15-დან 60 დღემდე,
ხოლო მაქსიმალური ჯარიმა 4500
ლარიდან 6000 ლარამდე
იზრდება. მოქმედი კანონით,
დასჯადია პოლიციელის
შეურაცხყოფა მხოლოდ მის
მიერ უშუალოდ
სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულების
პროცესში. ცვლილებებით კი
ნებისმიერი შეურაცხყოფა
და „ლანძღვა-გინება”
სამართალდამცავის
მისამართით, რომელიც მის
საქმიანობას უკავშირდება,
დასჯადი ხდება. ადამიანის
უფლებების დარღვევის,
წამებისა და უკანონო
დაპატიმრების გამო
მოქალაქეები მწვავედ
აკრიტიკებენ რეჟიმს, რაც
არალეგიტიმურ
ხელისუფლებას დისკომფორტს
უქმნის. პოლიტიკური
შინაარსის კომენტარი და
საჯარო კრიტიკა, რომელიც
თანამდებობის პირების
საქმიანობას უკავშირდება,
შესაძლოა მმართველმა
რეჟიმმა შეურაცხყოფად
მიიჩნიოს და გამოხატვის
თავისუფლებისათვის
პატიმრობით დასაჯოს
მოქალაქეები.ცვლილების
მთავარი მიზანი
მოქალაქეების გაჩუმება და
დაშინებაა.ამ ცვლილებით
ფაქტობრივად უქმდება
გამოხატვის თავისუფლება,
რომლის მთავარი არსი
სწორედ ისაა, რომ
ადამიანებმა საჯარო
მნიშვნელობის საკითხებზე,
პოლიტიკურ პროცესებსა და
ქვეყნის მმართველობასთან
დაკავშირებულ საკითხებზე
გამოხატონ აზრი.3.
ძალადობისკენ საჯაროდ
მოწოდება 3 წლამდე
თავისუფლების აღკვეთით
დაისჯებაძალადობრივი
ქმედებისაკენ საჯაროდ
მოწოდება, იმ შემთხვევაშიც
თუ მას არანაირი შედეგი არ
მოჰყვა, 3 წლამდე
პატიმრობით დაისჯება. ამ
დანაშაულზე მოქმედი
კანონი თავისუფლების
აღკვეთას არ
ითვალისწინებს.ძალადობრივი
ქმედებისკენ საჯაროდ
მოწოდების კრიმინალიზება
2015 წელს „ქართული ოცნების”
მმართველობის დროს მოხდა,
თუმცა ამ ქმედებისთვის
ჯარიმა ან
საზოგადოებისათვის
სასარგებლო შრომა იყო
გათვალისწინებული.შეიცავს
თუ არა გამოხატვა
ძალადობისკენ მოწოდებას
ამას ის რეჟიმი შეაფასებს,
რომელიც მოქალაქეებზე
ძალადობს და აქციის
მონაწილეებს მასობრივად
უკანონოდ აკავებს
კრიტიკული აზრისთვის.
როგორც წესი, ავტოკრატიული
რეჟიმები ძალადობრივი
ქმედებისათვის საჯარო
მოწოდებად მიიჩნევენ მათ
წინააღმდეგ გამართულ
ნებისმიერ აქციაში
მონაწილეობისკენ
მოწოდებას. ამ შემთხვევაში,
არც "ქართული ოცნება"
იქნება გამონაკლისი.
ცხადია, აღნიშნულ ნორმა
გამოყენებული იქნება
პროტესტის ლიდერების
დასასჯელად, აქტივისტების
დასაშინებლად და ექნება
მსუსხავი ეფექტი
გამოხატვის თავისუფლების
განხორციელებაზე.4.
აქციების მოწყობა თითქმის
ყველგან იკრძალება –
შეკრების ადგილების
შეზღუდვა და სასჯელის
გამკაცრება იკრძალება
დახურულ სივრცეში,
შენობაში აქციის ჩატარება,
მესაკუთრის წინასწარი
თანხმობის გარეშე.
იკრძალება შეკრების ან
მანიფესტაციის
ჩატარებისას შენობების
შესასვლელების,
ავტომაგისტრალების,
ხიდების, გვირაბების,
ესტაკადების,
მუნიციპალიტეტის მიერ
განსაზღვრული
სატრანსპორტო კვანძებისა
და რკინიგზის ბლოკირება.
აქციის დროს ტრანსპორტის
სავალი ნაწილის გახსნისა
და მოძრაობის აღდგენის
შესახებ მერიების ნაცვლად
გადაწყვეტილებას შინაგან
საქმეთა სამინისტრო
მიიღებს. ტრანსპორტის
გადაადგილებისათვის
დაბრკოლების შექმნასთან
ერთად დასჯადი ხდება
აქციის მონაწილეების მიერ
ხალხის გადაადგილებისთვის
დაბრკოლების შექმნა.
შეკრებისა და
მანიფესტაციის წესის
დარღვევისთვის მინიმალური
ჯარიმა 500 ლარიდან 2000
ლარამდე, ხოლო პატიმრობა 15
დღიდან 60 დღემდე იზრდება.
„ქართული ოცნება” ცდილობს
შეკრებისა და
მანიფესტაციების წესები
მაქსიმალურად გაამკაცროს,
გადაწყვეტილების მიმღებ
მთავარ სტრუქტურად
შინაგან საქმეთა
სამინისტრო აქციოს და
მაქსიმალურად შეზღუდოს
სივრცე, სადაც მოქალაქეები
პროტესტის გამოხატვას
შეძლებენ.სასჯელის
გამკაცრება მიზნად
ისახავს მშვიდობიანი
დემონსტრანტების და
პროტესტის შეზღუდვას,
რასაც მსუსხავი ეფექტი
ექნება გამოხატვის
თავისუფლებისა და
მშვიდობიანი შეკრების
უფლების
განხორციელებაზე.არალეგიტიმური
ხელისუფლება მტკივნეულად
აღიქვამს ნებისმიერი
ტიპის კრეატიულ იდეას
პროტესტთან დაკავშირებით
და ცდილობს პროტესტის
ფორმების შეზღუდვას. 2024
წლის დეკემბერში სწორედ
აქციების შემდეგ აკრძალეს
ლაზერული და მკვეთრი
გამოსხივების სხვა
საშუალების გამოყენება,
რადგან ამ საშუალებებს
იყენებდნენ პროტესტის
მონაწილეები. ამჟამად,
როდესაც აქციის
მონაწილეები აქტიურად
მიმართავენ
პროტესტისათვის
საუნივერსიტეტო სივრცეებს
რეჟიმის მთავარი მიზანი
შეკრების ადგილების
შეზღუდვაა.5. პოლიციას
შეუძლია მოწმის გარეშე
განახორციელოს პირადი
გასინჯვა პირადი
გასინჯვის დროს მოწმის
დასწრების საკითხს
შინაგან საქმეთა
სამინისტრო გადაწყვეტს.
მოქმედი კანონით
გასასინჯი პირს უფლება
აქვს მოითხოვოს
გასინჯვისას ორი პირის
დასწრება. ამ უფლების
შეზღუდვა შესაძლებელია
მხოლოდ გადაუდებელ
შემთხვევებში, როდესაც
არსებობს მტკიცებულებათა
დაზიანების, განადგურების
ან გადამალვის რეალური
საფრთხე. ცვლილებებით ეს
გარანტიები უქმდება და
გასინჯვა შესაძლოა
ჩატარდეს ერთი დამსწრის
თანდასწრებით, ისიც მხოლოდ
შინაგან საქმეთა
სამინისტროს თანხმობის
შემთხვევაში. ბოლო
პერიოდში პოლიციის მიერ
მასობრივად ირღვევა
კანონით დადგენილი წესები,
როგორც პირის პირადი
გასინჯვის, ასევე ჩხრეკის
დროს. იყო არაერთი
შემთხვევა, როდესაც
აქციაზე პირის პირადი
გასინჯვა უკანონოდ
ხდებოდა. ცვლილებებით
პოლიცია იმარტივებს
აქტივისტების პირადი
გასინჯვის პროცედურას, რაც
მნიშვნელოვნად ზღუდავს
მოქალაქეების უფლებას
დაიცვან თავი პოლიციის
თვითნებობისაგან.6. აქციის
დროს ვერც კარავს გაშლით და
ვერც სცენას მოაწყობთ
იკრძალება შეკრებისა და
მანიფესტაციის დროს
დროებითი კონსტრუქციის
(მაგ. კარვის გაშლა, სცენა)
მოწყობა, თუ მისი მოწყობა
საფრთხეს უქმნის შეკრების
ან მანიფესტაციის
მონაწილეებს ან სხვა
პირებს, ხელს უშლის
პოლიციის მიერ
საზოგადოებრივი წესრიგისა
და უსაფრთხოების დაცვას,
იწვევს საწარმოს,
დაწესებულების ან
ორგანიზაციის ნორმალური
ფუნქციონირების
შეფერხებას, მისი მოწყობის
გარეშე არსებითად არ
ფერხდება პროტესტი ან/და
მისი მოწყობა შეკრების ან
მანიფესტაციის ჩატარებას
არ უკავშირდება. შეკრების
მონაწილეები ხშირად
იყენებენ აქციებზე
სხვადასხვა
კონსტრუქციებს, მაგალითად
აწყობენ სცენას ან დგამენ
კარავს, რაც დამკვიდრებული
პრაქტიკაა არაერთ
ქვეყანაში და მათ შორის
საქართველოშიც.
გამოხატვის ფორმის
განსაზღვრა გამოხატვის
თავისუფლების
მნიშვნელოვანი
შემადგენელი ნაწილია. ამ
უფლების ჩამორთმევით
“ქართულ ოცნებას” სურს
დაამყაროს სრული კონტროლი
აქციის ფორმაზე და
შეზღუდოს შეკრებისა და
გამოხატვის თავისუფლება.7.
აქციის ორგანიზატორად არა
მხოლოდ ინიციატორი, არამედ
ორგანიზებაში სხვაგვარად
ჩართული პირიც ჩაითვლება
იცვლება შეკრებისა და
მანიფესტაციის
ორგანიზატორის განმარტება
და ასეთად მიიჩნევა
მანიფესტაციის
ინიციატორი, აგრეთვე პირი,
რომელიც ხელმძღვანელობს
ან/და სხვაგვარად
ორგანიზებას უწევს აქციის
ჩატარებას; თუკი შეკრება ან
მანიფესტაცია ტრანსპორტის
სავალ ადგილას იმართება ან
ტრანსპორტის მოძრაობას
აფერხებს მუნიციპალიტეტში
განცხადება უნდა შეიტანოს
პასუხისმგებელმა
პირმა/აქციის
ორგანიზატორმა. „აქციის
სხვაგვარად ორგანიზება”
იმდენად ფართო ტერმინია,
რომ აქციის ანონსის
გაზიარებაც შესაძლოა ამ
განმარტების ქვეშ
მოექცეს. ბოლო პერიოდში
მიმდინარე აქციებისას
ხელისუფლებისთვის რთული
იყო აქციების
ორგანიზატორების
იდენტიფიცირება. ამ
ცვლილებებით კი
ორგანიზატორად შეიძლება
ჩაითვალოს ნებისმიერი და
ყველა პირი, ვისაც
შემხებლობა აქვს
აქციებთან და ავრცელებს
აქციების შესახებ
ინფორმაციას.
ორგანიზატორის
დავალდებულება პირადად
შეიტანოს განცხადება
მუნიციპალიტეტში,
ემსახურება აქციის
ორგანიზატორის მარტივ
გამოვლენასა და დასჯას.8.
გაფრთხილების გარეშე
სპონტანურად შეკრება
კანონის დარღვევად
ჩაითვლება თუ შეკრება ან
მანიფესტაცია,
დაუგეგმავად,
დაუყოვნებლივ იმართება
მნიშვნელოვანი
საზოგადოებრივი მოვლენის
გამო, აქციის
ორგანიზატორებს მაინც
აქვთ ვალდებულება
გააფრთხილონ
მუნიციპალიტეტი. ეს წესი
მოქმედებს მაშინ, თუკი
აქცია ტრანსპორტის სავალ
ადგილზე იმართება ან
ტრანსპორტის მოძრაობას
აფერხებს. ამ რეპრესიული
ნორმის მიზანია რომ
შეუძლებელი გახდეს
პროტესტის მიზნით
გაუფრთხილებელი შეკრება
და მმართველ ძალას
ყოველთვის სრული
ინფორმაცია და
შესაბამისად, სრული
კონტროლი ჰქონდეს აქციის
ჩატარების ადგილსა და
მომიტინგეთა
გადაადგილების მარშრუტზე.9.
პოლიტიკური თანამდებობის
პირზე მუქარისათვის
შესაძლოა 6 წლით
დაგაპატიმრონ პოლიტიკური
თანამდებობის პირზე,
სახელმწიფო
მოსამსახურეზე, საჯარო
მოსამსახურეზე ან/და მისი
ოჯახის წევრზე ძალადობის
მუქარა 3 წლამდე
თავისუფლების აღკვეთით
ისჯება. დამამძიმებელ
გარემოებაში ჩადენის
შემთხვევაში კი 6 წლამდე
თავისუფლების აღკვეთით
ისჯება. მოქმედი კანონით
თანამდებობის პირებზე და
მათ ოჯახის წევრებზე
მუქარა სისხლის სამართლის
წესით დასჯადი არ არის.
აღსანიშნავია, რომ რიგით
მოქალაქეზე მუქარა მხოლოდ
იმ შემთხვევაში ისჯება, თუ
მუქარა სიცოცხლის
მოსპობას, ჯანმრთელობის
დაზიანებას ან ქონების
განადგურებას ეხება.
ცვლილებებით,
თანამდებობის პირზე და
სახელმწიფო მოსამსახურეზე
ნებისმიერი მუქარის
შემთხვევაში, მიუხედავად
იმისა თუ რას ეხება მუქარა,
თავისუფლების აღკვეთით
დაისჯება მოქალაქე. ამ
წესებით თანამდებობის
პირები სხვა მოქალაქეებზე
პრივილეგირებულები
ხდებიან. რეპრესიული
რეჟიმის პირობებში
აღნიშნული წესი
მნიშვნელოვანი საფრთხის
შემცველია პოლიტიკური
გამოხატვისათვის.
დანერგავს შიშს და იქცევა
იარაღად ოპონენტებისა და
სამოქალაქო აქტივისტების
წინააღმდეგ.შეჯამებაწარმოდგენილი
რეპრესიული წესები არის
არალეგიტიმური
ხელისუფლების მცდელობა
ფაქტობრივად გააუქმოს
გამოხატვის და შეკრების
თავისუფლება.
არაპროპორციულად მკაცრი
სასჯელების დაწესებით,
პროტესტების ადგილებისა
და ფორმების შეზღუდვით,
თანამდებობის პირების
პრივილეგირებულ
მდგომარეობაში ჩაყენებითა
და დემონსტრაციებზე
შინაგან საქმეთა
სამინისტროს კონტროლის
გაზრდით, რეჟიმი ცდილობს
შექმნას მისთვის
კომფორტული შიშის
ატმოსფერო და გაამკაცროს
რეპრესიები საზოგადოების
აქტიური წევრების მიმართ“,
–
ვკითხულობთ„საერთაშორისო
გამჭვირვალობა –
საქართველოს“ შეფასებაში.
1738830378