თბილისი (GBC) - სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის დეკემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.7%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 12.6%-იანი ზრდით, რამაც 2.72 პ.პ შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

საქსტატის მონაცემებით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 4.7%-ით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 19.7%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 3%-იანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 3.01 და 1.77 პ.პ შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ამასთან, საქსტატი ირწმუნება, რომ 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 22.8%-ით.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია 2024 წლის დეკემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსები (წინა თვესთან და წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით) და მის ფორმირებაში მონაწილე ხარჯების კატეგორიების შესაბამისი წვლილები.