თბილისი (GBC) – თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია, ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებში მუდმივად ზრუნავს მის მომხმარებლებზე და მხარს უჭერს განსაკუთრებული შეთავაზებებით. 

წინასასკოლო სეზონი, შავი პარასკევი, ახალი წელი…. - ეს ის პერიოდები და თარიღებია, რომლებსაც თიბისის მომხმარებლები ყველაზე მეტად ელოდებიან, რადგან ზუსტად იციან, რომ მათ საჭიროებებზე მორგებულ, მრავალფეროვან შეთავაზებებს მიიღებენ.

იმისათვის, რომ შეთავაზებები ყველა ტიპის მომხმარებლის ინტერესისა და საჭიროების გათვალისწინებით შექმნას, თიბისის გუნდი თითოეულ კამპანიას საგულდაგულოდ, რამდენიმე თვით ადრე, მომხმარებელთა უკუკავშირზე დაყრდნობით გეგმავს.

სწორედ მომხმარებლის ანალიტიკის საშუალებით ვადგენთ, რომელი პროდუქტები თუ პარტნიორი კომპანიები იქნება ყველაზე რელევანტური კონკრეტული შეთავაზებების დროს და რამდენად ვაკმაყოფილებთ მომხმარებელთა საჭიროებებს. ნებისმიერი კამპანიის დროს, ჩვენი მიზანია, მომხმარებლებმა მიიღონ მაქსიმალურად დიდი სარგებელი, პარტნიორ კომპანიებს კი, მივცეთ შესაძლებლობა, თავიანთი პროდუქცია გააცნონ თიბისის მომხმარებლებს”, - აკა სანიკიძე, პროდუქტის მფლობელი.

თიბისის გუნდის ეს მიდგომა ყოველთვის წარმატებულია, რაც წლევანდელი წინასასკოლო შეთავაზებების შედეგებითაც ნათელია.

ჩვენ მიერ დაგეგმილი შეთავაზებებით, თიბისის 60 000-ზე მეტ ერთგულ მომხმარებელს გავუმარტივეთ წინასასკოლო სამზადისი და ხელშესახები ღირებულება ყველა იმ ობიექტში დავახვედრეთ, რომელიც სექტემბრის მნიშვნელოვანი სამზადისისთვის დასჭირდებოდათ. შედეგად, ტრანზაქციების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა, რაც კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ სწორ დროსა და საჭირო შეთავაზებას მომხმარებლები ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით ეხმაურებიან”, - ბექა ჭაფოძე, თიბისის შეთავაზებების გუნდის ლიდერი.

წინასასკოლო შეთავაზებების დროს თიბისის პარტნიორი ბიზნესების საშუალო დღიური ბრუნვა ხუთჯერ გაიზარდა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ თიბისი მსგავსი კამპანიებით მნიშვნელოვნად აძლიერებს და მხარს უჭერს ბიზნესების საქმიანობასაც.

(R)