თბილისი (GBC) - სამეზობლოში (თურქეთს თუ არ ჩავთვლით) ქართველებმა ყველაზე მეტი უკრაინაში დახარჯეს.
სტატისტიკური მონაცემებით, 8 თვის დანახარჯები, ლარებში 52 მლნ -მდეა. ბანკომატში 3 მლნ-მდე ლარის ეკვივალენტია განაღდებული. ბელარუსში 13 მლნ ლარზე მეტია განაღდებული. პოს-ტერმინალებზე კი გატარებულია 23 მლნ ლარის.
სულ, ქვეყნის გარეთ, საქართველოდან ვიზიტორების საბარათე ტრანზაქციები (ქართული ბარათებით), სებ-ის 9 თვის სტატისტიკით, 7.1 მლრდ ლარის ეკვივალენტია სხვადასხვა ქვეყნის ვალუტაში.
ძირითადად ტრანზაქციები უნაღდო ანგარიშსწორებაზე მოდის. მთლიანი დანახარჯებიდან, 6.5 მლნ ლარის ოპერაციები შესრულებულია პოს-ტერმინალებით და ინტერნეტით. თანხის ქეშად გამოტანაზე საბარათე ოპერაციების მხოლოდ 8% მოდის. ყველაზე მეტი 200 მლნ-მდე მოდის თურქეთზე. საქართველოს მოქალაქეები სამოგზაუროდ ძირითადად, იტალიას, ესპანეთს, საფრანგეთს და გერმანიას ქალაქებს ირჩევენ და საშუალოდ 140-150 მლნ ლარს ხარჯავენ. აშშ-ში 8 თვის უნაღდო ტრანზაქციებზე 110 მლნ ლარამდე მოდის.
ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადახდები, პოს-ტერმინალებით (გამოსახული მლნ ლარში)
|
8m/2024 |
9m/2023 |
უკრაინა |
52.8 |
19.7 |
აზერბაიჯანი |
24.7 |
22.8 |
ბელარუსი |
23.0 |
26.2 |
სომხეთი |
21.7 |
124.5 |
თურქეთი |
185.8 |
207.1 |