თბილისი (GBC) – ერევანში ევროკავშირის დელეგაცია ჩავიდა, სადაც ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკებების გეგმის შემუშავებაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პარუირ ოვანისიანმა 5 ნოემბერს პარლამენტში 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვისას განაცხადა. 

მისი თქმით, მიმდინარე წელი უპრეცედენტო იყო ევროკავშირთან სომხეთის თანამშრომლობის გაღრმავების მხრივ. მინისტრის მოადგილემ სხვადასხვა მიმართულებით მრავალ წარმატებაზე მიანიშნა, მათ შორის სომხეთი–ევროპოლისა და სომხეთი–ევროიუსტის შეთანხმებებზე.

„დაიწყო დიალოგი სომხეთის მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე. ევროკავშირის დელეგაცია 5–6 ნოემბერს ერევანში გამართავს მოლაპარაკებებს. მათი მიზანია მოლაპარაკებების პროგრამის შედგენა“, – აღნიშნა ოვანისიანმა.