ეკონომისტები: ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხე შეექმნა
GBC სრულად გთავაზობთ
ეკონომისტების
განცხადებას: „მას შემდეგ,
რაც ირაკლი კობახიძემ
ოფიციალურად განაცხადა
ევროკავშირში ინტეგრაციის
შეჩერებაზე, ქვეყნის
ეკონომიკურ სტაბილურობას
მნიშვნელოვანი საფრთხე
შეექმნა.ეს
გადაწყვეტილება
წინააღმდეგობაში მოდის
საქართველოს კონსტიტუციის
78-ე მუხლთან. ქვეყნის
ეკონომიკურ განვითარებას
კი პირველ რიგში სამართლის
უზენაესობა და
დემოკრატიული
ინსტიტუტების განვითარება
სჭირდება.ბიძინა
ივანიშვილის ხელისუფლების
ბოლო პერიოდის
გადაწყვეტილებებს ქვეყანა
დასავლეთისგან
იზოლაციისკენ მიჰყავს.
ვაჭრობით, ინვესტიციებით,
ტურიზმით, ფულადი
გზავნილებით და სხვა
ეკონომიკური აქტივობებით,
საქართველოში
ყოველწლიურად 9 მილიარდი
დოლარი შემოდის
დასავლეთის ქვეყნებიდან.
დასავლურ კაპიტალზე დგას
ეროვნული ვალუტის
გაცვლითი კურსის და
ქვეყნის მაკროეკონომიკური
სტაბილურობა.ასევე,
მიმდინარე წელს მიღებული
რუსული სტილის კანონები და
ეკონომიკური პოლიტიკის
ცვლილება (მაგალითად,
ეროვნული ბანკის
რეზერვების არასათანადოდ
მართვა, “ოფშორების
კანონი”, საპენსიო კანონის
ცვლილება,
ინფრასტრუქტურულ
პროექტებში საეჭვო
რეპუტაციის ჩინური
კომპანიების შემოყვანა)
დამატებით რისკებს უქმნის
ქვეყნის
ეკონომიკას.მშვიდობიანი
აქციების დარბევა,
დემონსტრანტების ცემა და
უკანონო დაკავება ზრდის
მოსალოდნელი დასავლური
სანქციების
მასშტაბურობას, რაც, პირველ
რიგში, დიდი გამოწვევა
იქნება საქართველოს
საფინანსო სექტორისთვის
და ზოგადად, საქართველოს
ბიზნეს
გარემოსთვის.აქედან
გამომდინარე, ვხედავთ რა
ბოლო დროის
გადაწყვეტილებებიდან
გამომდინარე გარდაუვალ,
მნიშვნელოვან ეკონომიკურ
ზარალს, მოვუწოდებთ ბიძინა
ივანიშვილის
ხელისუფლებას,
დაუყოვნებლივ
გაათავისუფლოს უკანონოდ
დაკავებული აქციის
მონაწილეები, გამოავლინოს
და დასაჯოს ძალადობის
განმახორციელებელი
პოლიციელები და დააბრუნოს
ქვეყანა დემოკრატიული
განვითარების გზაზე, სადაც
მოქალაქეებს აზრის
გამოხატვის და არჩევანის
თავისუფლება ექნებათ,“ -
აღნიშნულია განცხადებაში,
რომელსაც უერთდებიან: ლაშა
ჭოჭუა - ასოცირებული
პროფესორი, ეკონომიკის
საერთაშორისო სკოლა (ISET);
ეკონომიკის მეცნიერებათა
დოქტორი, Bielefeld University, Germany ეთერი
კვინტრაძე - ეკონომიკური
განათლების და კვლევის
ასოციაცია (PEER), აკადემიური
საბჭო ISET, MA Williams College CDE 1999, PhD Georgetown
University 2007 ნინო აბაშიძე -
უაიომინგის უნივერსიტეტი,
ასისტენტ პროფესორი
სანდრო შარაშენიძე -
სტენფორდის უნივერსიტეტი,
დოქტორანტურის კანდიდატი
თამარი მათიაშვილი -
სტენფორდის უნივერსიტეტი,
დოქტორანტურის კანდიდატი
რობიზონ ხუბულაშვილი - სან
ფრანცისკოს უნივერსიტეტი,
ასისტენტ პროფესორი გივი
მელქაძე - ჯორჯიის
სახელმწიფო უნივერსიტეტი,
ასისტენტ პროფესორი, PhD Georgetown
University, 2019 ბესო ნამჩავაძე -
მთავარი ეკონომისტი,
საერთაშორისო
გამჭვირვალობა აკაკი
ცომაია - საქართველოს
უნივერსიტეტი, ეკონომიკის
ინსტიტუტის ხელმძღვანელი
ლაშა ლაბაძე - PMCG, ეკონომისტი
მიხეილ გიორგაძე - Williams College, Center
for Development Economics (CDE), 2001 დავით
ჯიბუტი - UBS, ეკონომისტი, PhD Charles
University Prague გიორგი მექერიშვილი
- AlixPartners, LLP, უფროსი ვიცე
პრეზიდენტი სალომე
გოგლიჩიძე - Northeastern University,
დოქტორანტობის კანდიდატი
გიორგი ხიშტოვანი - PMCG,
კვლევითი დირექტორი; ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტი,
ასოცირებული პროფესორი
იოსებ ბერიკაშვილი - UGSPN,
მკვლევარი; საქართველოს
უნივერსიტეტი,
ასოცირებული პროფესორი
ნინო ჯავახაძე - PMCG,
ეკონომისტი ლევან
ფავლენიშვილი - Galadh Analytics OÜ,
დამფუძნებელი, მკვლევარი
მაია გრიგოლია-Deloitte, USAID
კონტრაქტორი, უფროსი
კონსულტანტი. გიორგი
ბაქრაძე - Williams College, Center for Development
Economics (CDE), 2003; ISET, CU, IBSU გიორგი
ფირიაშვილი - ასისტენტ
პროფესორი, საბაკალავრო
პროგრამის ხელმძღვანელი,
ეკონომიკის საერთაშორისო
სკოლა (ISET), University of Notre Dame, USA ირინა
გურული - ეკონომიკური
პოლიტიკის კვლევის ცენტრი
(EPRC), აღმასრულებელი
დირექტორის მოადგილე;
ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტი,
ასოცირებული პროფესორი.
გიორგი პაპავა - ISET-ის
კვლევითი ინსტიტუტი,
წამყვანი ეკონომისტი;
ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტი,
ასოცირებული პროფესორი.
ნინო დავითაია - პროფესორი,
საქართველოს
უნივერსიტეტის ბიზნესისა
და საჯარო მმართველობის
სკოლა; Williams College, 1997 ზურაბ
ლუკაშვილი - Williams College, Center for Development
Economics (CDE) 1995 ნიკოლოზ ფხაკაძე -
ასისტენტ პროფესორი,
ეკონომიკის საერთაშორისო
სკოლა (ISET), PhD Georgetown University 2021 რატი
გაბრიჩიძე - PMCG, ეკონომისტი
გიორგი მამათელაშვილი -
საპენსიო სააგენტო, Williams College,
CDE 2013 თამარ გიორგაძე -
ეკონომისტი, Bachelor of Arts, Williams College,
2016 ირაკლი შალიკაშვილი -
პოსტდოკტორანტურის
მეცნიერი, University of Notre Dame;
ეკონომიკის მეცნიერებათა
დოქტორი, University of Notre Dame, 2024
გიორგი ბარბაქაძე - Williams College,
Center for Development Economics (CDE), 2009 მირაიმ
სილვერი მაჭავარიანი - AI CoE,
Citi; Williams College, CDE 2011 თორნიკე
სურგულაძე - ISET-ის კვლევითი
ინსტიტუტი, უფროსი
მკვლევარი გიორგი
ნებულიშვილი - ISET-ის
კვლევითი ინსტიტუტი,
უფროსი მკვლევარი დავით
კეშელავა - ISET-ის კვლევითი
ინსტიტუტის მთავარი
ეკონომისტი ნინო დოღონაძე -
ISET MA, Penn State PhD, Uber მეცნიერი თამარ
ბლიაძე - ISET-ის კვლევითი
ინსტიტუტი, უფროსი
მკვლევარი სალომე
ბასლანძე - მკვლევარი
ეკონომისტი, ატლანტის
ფედერალური სარეზერვო
ბანკი, PHD University of Pennsylvania ანა
ბურდული - ISET-ის კვლევითი
ინსტიტუტი, მიმართულების
ხელმძღვანელის მოადგილე
თამარ ჯუღელი - უფროსი
კონსულტანტი, Deloitte Luxembourg, PhD University
of Groningen გიორგი ჩაბაკაური, London
School of Economics, associate professor; PhD London Business School
მარიამ ლობჯანიძე, ISET-ის
კვლევითი ინსტიტუტის
წამყვანი ეკონომისტი
ზაქარია ბაბუციძე -
პროფესორი, SKEMA Business School გიორგი
შავრეშიანი - ISET-ის კვლევითი
ინსტიტუტი, უფროსი
მკვლევარი ელენე სეთურიძე -
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი,
მიმართულების
ხელმძღვანელის მოადგილე
თათია ხიდაშელი - ISET-ის
კვლევითი ინსტიტუტი,
უფროსი მკვლევარი ლიკა
გოდერძიშვილი -
ეკონომიკური განვითარების
კონსულტანტი, ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტი,
მოწვეული ლექტორი მარიამ
კაცაძე - ISET-ის კვლევითი
ინსტიტუტი, უფროსი
მკვლევარი სალომე
სოლომნიშვილი - ISET-ის
კვლევითი ინსტიტუტი,
უფროსი მკვლევარი
1733482238