თბილისი (GBC) - მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა

კობახიძის ახლად დანიშნული კადრი ოთხშაბათს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერს და ვიცე-პრემიერს,  მამუკა მდინარაძეს შეხვდა. ირაკლი კობახიძემ ლევან ზაუტაშვილს წარმატებები უსურვა.

ზაუტაშვილს ოთხშაბათამდე რეგიონული განვითარების მინისტრის I მოადგილის თანამდებობა ეკავა.

ეს დანიშვნა, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, ლევან ზაუტაშვილის მეორედ მისვლაა. ჟურნალისტი, დისტრიბუტორი და სარეკლამო მენეჯერი მხარის გუბერნატორი კვირიკაშვილის პრემიერობის პერიოდშიც იყო  (2017-ის ივლისში დაინიშნა).

ზაუტაშვილს 2013-2017 წლებში„კასტელ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა. 2005-2013 წლებში იყო „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ რეგიონალური რეალიზაციის მენეჯერი.

ზაუტაშვილი 2002-2005 წლებში მუშაობდა სატელევიზიო სარეკლამო სტუდია „არტ მედიას“ მენეჯერად. 2000-2002 წლებში მსოფლიო ბანკის პროექტში – საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტად. პროფესიით ჟურნალისტია.

1994-1996 წლებში სწავლობდა ინდიანაპოლისის შტატის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. 1994-1999 წლებში თსუ-ში ამავე მიმართულებით.

მისი წინამორბედიც ალექსანდრე ზაგაშვილი (№117 - ოცნების 2024-ის საპარლამენტო საარჩევნო სიაში) პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დანიშნულია. ის  „ბორჯომჰესის“პროექტის სტაჟიანი ტექნიკური მენეჯერია. წლების განმავლობაში მუშაობდა აღნიშნულ პოზიციაზე. 2017-2021 წლებში ეკავა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა. სხვადასხვა დროს მუშაობდა „არქმასტერის“ ტექნიკურ დირექტორად და  „იორკ თაუერსის“ მთავარ არქიტექტორად.