თბილისი (GBC) – რონდელის ფონდის ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კონსერვების ქარხანა უახლოეს ათ დღეში გაიხსნება. ამჟამად საწყობში 500 ტონა ყაბაყი ინახება, რისგანაც ქარხანაში ყაბაყის პიურე მომზადდება და ექსპორტზე რუსეთის ქსელურ მაღაზიებში გაიგზავნება.

გარდა ამისა, ქარხანაში გადამუშავდება ვაშლი და გოგრა.

ქარხანაში ამჟამად 75 ადამიანია დასაქმებული, თუმცა ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე დასაქმებულთა რაოდენობა 200-მდე გაიზრდება.