თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის რეკომენდაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკომისიის. მან მადლობა გადაუხადა ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, რომელიც, მისივე თქმით, არის საქართველოს „დიდი მეგობარი“.

„ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკომისიის. მე მინდა პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ასევე ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ეს არის ისტორიული დღე.

„ჩემთვის დიდი პატივია, მოგილოცოთ დღევანდელი ისტორიული გადაწყვეტილება. ევროკომისია დადებითად აფასებს მიღწეულ შედეგს და ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს რა თქმა უნდა, არის ისტორიული დღე. ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკომისიის. მე მინდა პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ასევე ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი", - განაცხადა პრემიერმა.

ევროკომისიამ დღეს, 8 ნოემბერს, რეკომენდაცია გასცა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.