თბილისი (GBC) – საქართველომ და უზბეკეთმა დეკლარაცია გააფორმეს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ირაკლი კობახიძემ და შავკატ მირზიოევმა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, უზბეკეთის დოკუმენტის გაფორმებას წინ უსწრებდა სამთავრობო მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში.
პოლიტიკური დეკლარაციის გარდა, საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის უწყებებს შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მემორანდუმების მთელი პაკეტი გაფორმდა:
- ეკონომიკა და ფინანსები
- საბაჟო საქმე და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
- სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა
- ჯანდაცვა, განათლება და კულტურა
ადმინისტრაციის მოლოდინით, შეთანხმებები სავაჭრო ბრუნვის ზრდის და საინვესტიციო აქტივობის მყარ საფუძველს ქმნის.
