თბილისი (GBC) - საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გაბრიელ ატალი თანამდებობიდან გადადგა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად დააკმაყოფილა.

35 წლის ატალი, რომელიც თანამედროვე საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერია, თანამდებობას წლის დასაწყისიდან იკავებდა. აღსანიშნავია, რომ მისი კაბინეტი დარჩება პარიზის ოლიმპიადის დროს, სანამ მთავრობის ახალი მეთაური იქნება წარდგენილი. ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მისი კაბინეტი პასუხისმგებელი იქნება მხოლოდ, როგორც დროებითი მთავრობა სახელმწიფოს უწყვეტობის უზრუნველყოფაზე. დროებითი მთავრობის მიერ ამ შუალედურ პერიოდში პოლიტიკური ზომების მიღება შეზღუდულია.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოცხადების შემდეგ, გაბრიელ ატალმა საჯაროდ განაცხადა, რომ ორშაბათს იგი თანამდებობას საკუთარი ნებით დატოვებდა. ატალის გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია არჩევნების შედეგებით უკმაყოფილებასთან.

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეები პარლამენტის ქვედა პალატის 577 დეპუტატს ირჩევდნენ, მოულოდნელი შედეგებით დასრულდა. ყველაზე მეტი ადგილი მემარცხენე ალიანსმა მოიპოვა, მეორე ადგილზე ემანუელ მაკრონის პარტია გავიდა, ხოლო მესამეზე - მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე ეროვნული გაერთიანება.

აღსანიშნავია, რომ პირველ ადგილზე გასვლას სწორად ლე პენის პარტიას უწინასწარმეტყველებდნენ.