თბილისი (GBC) – საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე დღეს, 6 თებერვალს, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში ბოლო მოხსენებით წარდგება დეპუტატების წინაშე. პრეზიდენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიურ მოხსენებაში ისაუბრებს.

სალომე ზურაბიშვილს საკანონმდებლო ორგანოში 12:00 საათისთვის ელოდებიან.