თბილისი (GBC) – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ საქართველოს კუხო–ში შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. NEWS.RU-ს კითხვის პასუხად მან აღნიშნა, რომ საქართველოს უფლება აქვს დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ამა თუ იმ გაერთიანებაში გაწევრიანება, თუმცა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (კუხო) ქვეყნის მოწვევის შესახებ და სახელმწიფო გადატრიალების შემთხვევაში დახმარებასთან დაკავშირებით განცხადებები რუსეთის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენს.

„ასეთი რამ რუსეთის ოფიციალურ აზრს არ წარმოადგენს. თუმცა აღვნიშნავ, რომ ეს ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა – საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე გაწევრიანდეს ამა თუ იმ საერთაშორისო ორგანიზაციაში ან სტრუქტურაში, რომლის შესაძლებლობების წყალობითაც შეძლებს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, – განაცხადა ზახაროვამ, რომელსაც გამოცემა SOVA ციტირებს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების შესაძლო ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

უწყებაში აცხადებენ, რომ ზემოხსენებული დანაშაულებრივი ქმედების მიზანი ხელისუფლების დამხობა და დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა.