თბილისი (GBC) - საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ლეგიონის“ განცხადებას ეხმაურება, სადაც ისინი რუსულ დეზინფორმაციად აფასებენ და უარყოფენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ჩამოსვლას და საპროტესტო აქციებში მონაწილეობას გეგმავენ. "ძალიან მნიშვნელოვანი ოფიციალური უარყოფა ყალბი ინფორმაციის შესახებ, თითქოს უკრაინაში მყოფი ქართველი ჯარისკაცები ჩამოვიდოდნენ და საპროტესტო აქციებს შეუერთდებოდნენ. სრული პროპაგანდა", - წერს ზურაბიშვილი.
„ერთადერთი ომი არის ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის წინააღმდეგ დაიწყო“, - წერს პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
#Georgiaprotests Very important official denial of false reports claiming that the Georgian soldiers in Ukraine would come and join the protest. Pure propaganda. the only war is the one that Georgian Dream has launched on the Georgian people. https://t.co/DPFxRjejzn
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) December 2, 2024
მანამდე, „ქართულმა ლეგიონმა“ გაავრცელა განცხადება, რომ რუსულმა პროპაგანდამ ცოტა ხნის წინ დაიწყო ცრუ განცხადებების გავრცელება იმის შესახებ, რომ ქართული ლეგიონი გეგმავს საქართველოში დაბრუნებას და საპროტესტო აქციებში მონაწილეობას.
„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ამ უსაფუძვლო ბრალდებებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის სამართლიან აღშფოთებას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩეროს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ჩვენი ბრძოლა რჩება აქ, უკრაინაში, სადაც ჩვენი საერთო მტერია. „ქართული ლეგიონი“ 2014 წლიდან მტკიცედ დგას უკრაინის მიმართ ერთგულებაში და გააგრძელებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ დგომას. ჩვენი თავდადება უკრაინის გამარჯვებისთვის ურყევია და ჩვენ ვიქნებით ფრონტზე, სანამ ეს მიზანი არ მიიღწევა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
OFFICIAL STATEMENT
— Georgian Legion (@georgian_legion) December 2, 2024
Russian propaganda has recently begun disseminating false claims suggesting that the Georgian Legion plans to return to Georgia and participate in protests.
We categorically deny these baseless accusations. While we fully support the Georgian people’s…