თბილისი (GBC) – საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის ხელისუფლება ანტირუსული სანქციების დარღვევაში დაადანაშაულა და ტრანზიტული სატვირთო მანქანების რუსეთის მიმართულებით გატარებაში ამხილა. მისივე თქმით, ეს ერთადერთი შემოსავალია, რომელსაც იღებენ, გაჩერებული ეკონომიკის პირობებში.

ზურაბიშვილმა ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან ერთადერთ გამოსავლად ხელახალი არჩევნების ჩატარება დაასახელა.

მეხუთე პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება, სადაც მაღალი დონის შეხვედრებსაც გამართავს.