თბილისი (GBC) – რუსეთის დედაქალაქის გარეუბანში სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის „პლატან“ შენობა იწვის, რომელიც ცნობილია ელექტრონულ–სხივური მოწყობილობების, ნახევარგამტარიანი ლაზერების და თხევადკრისტალური ეკრანების შემუშავებით. ამის შესახებ რუსული მედია წერს. 

შენობაში შვიდი ადამიანია ბლოკირებული, მათთან შეღწევას მაშველები ცდილობენ. ხანძარი შენობის მეხუთე და მეექვსე სართულებზე გაჩნდა, სადაც დაგეგმვისა და პროექტირების ოთახებია განთავსებული.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.