საია: კანონპროექტი, რომელიც აკრძალული პირებისთვის პოლიტიკურ აქტივობას...
საიას განმარტებით,
ცვლილებამ გრძელვადიან
პერსპექტივაში შეიძლება
პოლიტიკური სპექტრის
გაქრობა
გამოიწვიოს.„პარტიასთან
კავშირში მყოფი პირების
პოლიტიკაში მონაწილეობის
აკრძალვა, წარმოადგენს
სრულიად ბუნდოვან და
გაუმართლებელ
პასუხისმგებლობის
კოლექტივიზაციას, რაც
წინააღმდეგობაში მოდის
ევროპული კონვენციის მე-11
მუხლთან (გაერთიანების
თავისუფლება). ამავე
მუხლით, ისევე როგორც
სამოქალაქო და პოლიტიკურ
უფლებათა საერთაშორისო
პაქტის 22-ე მუხლით, ევროპის
უშიშროებისა და
თანამშრომლობის
ორგანიზაციის (ეუთო) წევრ
სახელმწიფოებს აკისრიათ
ვალდებულება დაიცვან
ინდივიდების უფლება -
თავისუფლად შექმნან და
შეუერთდნენ პოლიტიკურ
პარტიებს. პოლიტიკური
ორგანიზაციის შექმნის
უფლება ასევე პირდაპირ
არის აღიარებული
კოპენჰაგენის დოკუმენტის
7.6 პუნქტით.გარდა ამისა,
კანონპროექტიდან არ ჩანს,
თუ რას მოიცავს პარტიასთან
დაკავშირებული პირის
ცნება და მასში რა სახის
კავშირი იგულისხმება.
კანონის ასეთი ბუნდოვანი
რეგულაცია კი ტოვებს
ინტერპრეტაციის ფართო
არეალს და ქმნის მისი
ბოროტად გამოყენების
რისკს, რომ ოპოზიციურად
განწყობილი პირების
აქტივობა სასამართლოს
მეშვეობით მარტივად
შეიზღუდოს პარტიასთან
„დაკავშირებული პირის“
სტატუსით. თავისთავად,
ბუნდოვანი ნორმა მისი
არაკონსტიტუციურობის
საფუძველს შეიძლება
ქმნიდეს. პოლიტიკური
უფლებების შეზღუდვა
დასაშვებია მხოლოდ მაშინ,
როცა ეს აუცილებელია:
ლეგიტიმური მიზნის
მისაღწევად და
პროპორციულია სანაცვლო
სამართლებრივ სიკეთესთან
შედარებით.პარტიასთან
დაკავშირებულობა
თავისთავად, არ ქმნის
პასუხისმგებლობას პარტიის
უკანონო ქმედებებისთვის.
ადამიანი არ შეიძლება
დაისაჯოს მხოლოდ იმის გამო,
რომ ის კავშირში იყო
პარტიასთან, რომელიც
აიკრძალა. ამასთანავე,
აღსანიშნავია, რომ
შემოთავაზებული ვარიანტით
ეს პასუხისმგებლობა არ
არის დროითი ვადით
შემოსაზღვრული და
კონკრეტულ პარტიასთან
კავშირი პირისათვის
შეიძლება მისი პოლიტიკური
კარიერის დასრულების
ტოლფასი იყოს მთელი
სიცოცხლის მანძილზე, რაც
არსებითად
არაპროპორციულად ზღუდავს
პირის პოლიტიკურ
უფლებებს.წარმოდგენილი
ცვლილებები კონსტიტუციის
საწინააღმდეგოდ აფართოებს
საკონსტიტუციო
სასამართლოს მანდატს.
საქართველოს კონსტიტუციის
მე-60 მუხლი ამომწურავად
განსაზღვრავს
საკონსტიტუციო
სასამართლოს კომპეტენციას
და გამორიცხავს მიმდინარე
კანონმდებლობით მის
გაფართოებას. აღნიშნულ
ჩამონათვალში არ არის
მითითებული
უფლებამოსილება, რომელიც
სასამართლოს საშუალებას
მისცემდა ფიზიკური
პირებისთვის პოლიტიკური
უფლებების შეზღუდვა
დაეკისრებინა, მით უმეტეს -
კოლექტიური
პასუხისმგებლობის ფორმით.
მოცემულ შემთხვევაში,
„ქართულ ოცნებას“ არ აქვს
საკონსტიტუციო
უმრავლესობა. ამიტომ,
მიმდინარე
კანონმდებლობაში მარტივი
უმრავლესობის გზით
ცდილობს მისთვის
სასურველი საკანონმდებლო
ველი შექმნას.ზემოთ
განხილული ინდივიდუალური
ცვლილებების მიღება
საბოლოო ჯამში
მნიშვნელოვან დემოკრატიულ
ეროზიას იწვევს. სწორედ
იმიტომ, რომ დემოკრატიის
დაცვასა და პოლიტიკური
პლურალიზმის განადგურებას
შორის ზღვარი ძალიან
მყიფეა, კონსტიტუცია
ზღუდავს ასეთ
უფლებამოსილებას მკაფიოდ
განსაზღვრული წესით.
შესაბამისად, საია-ს
შეფასებით, წარმოდგენილი
კანონპროექტი, რომელიც
აკრძალულ პარტიებთან
დაკავშირებული
პირებისთვის პოლიტიკურ
აქტივობაში მონაწილეობის
შეზღუდვას ითვალისწინებს,
წინააღმდეგობაში მოდის
საქართველოს
კონსტიტუციასთან და
საერთაშორისო
სტანდარტებთან. ცვლილებით
არაპროპორციულად,
განუსაზღვრელი ვადით
იზღუდება ინდივიდის
უფლებები, რამაც
გრძელვადიან
პერსპექტივაში შეიძლება
პოლიტიკური სპექტრის
გაქრობა გამოიწვიოს“, -
აღნიშნულია „საქართველოს
ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაციის“
განცხადებაში.2025 წლის 13
ოქტომბერს „ქართულმა
ოცნებამ“ დაჩქარებული
წესით დაიწყო
საკანონმდებლო პაკეტის
განხილვა, რომელიც
საკონსტიტუციო
სასამართლოს მიერ
აკრძალულ პოლიტიკურ
პარტიასთან დაკავშირებული
პირებისთვის პარტიული
საქმიანობის (მათ შორის,
პარტიის დაარსება, პარტიის
ხელმძღვანელი
თანამდებობის დაკავება),
სახელმწიფო-პოლიტიკური და
პოლიტიკური თანამდებობის
დაკავების უფლების, ასევე
არჩევნებში მონაწილეობის
აკრძალვას ითვალისწინებს
1760522739