თბილისი (GBC) – სულ მცირე ორი ადამიანი დაშავდა და მასშტაბური ხანძარი გაჩნდა უკრაინის ქალაქ ხარკოვში, უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის მორიგი შეტევის შედეგად. 28 ღამით განხორციელებული იერიშის დროს რუსული დრონი სამოქალაქო საწარმოს მოხვდა და ხანძარი გამოიწვია, ცეცხლი გაუჩნდა ასევე გაზსადენს.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, რუსების იერიშის შედეგად გამოწვეული ხანძრის ლოკალიზება ადგილობრივმა მეხანძრეებმა 03:00 საათისთვის შეძლეს.
უკრაინული მედიის ცნობით, ობიექტი, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა სავარაუდოდ, ხის გადასამუშავებელი საწარმოა.
წუხელ უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინელებმაც მიიტანეს რუსეთის ტერიტორიაზე იერიში და ქალაქ რიაზანის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ, რომელიც ქვეყანაში ერთ–ერთი უმსხვილესია, მუშაობა შეწყვიტა. ამის შესახებ სააგენტო Reuters.
სააგენტოს ანონიმური წყაროების ინფორმაციით, ქარხანაში ცეცხლი გაუჩნდა ნავთობის საცავს, ასევე დაზიანებულია სარკინიგზო ესკადრა და ჰიდროსაწმენდი დანადგარი, რომელიც გადამუშავებული პროდუქტებიდან მინარევების სეპარაციისთვის გამოიყენება.
რიაზანის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა დღე–ღამეში 262 000 ბარელ ნავთობს გადაამუშავებდა, რაც რუსეთის ნავთობის მთლიანი გადამუშავების თითქმის 5%–ს შეადგენს.