თბილისი (GBC) – ჩინეთში, შენჩჟენში, სტარტაპი  Lonvi Biosciences პრეპარატზე მუშაობს, რომლის მიღებითაც ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა 120 წლამდე უნდა გაიზარდოს. ამის შესახებ The New York Times წერს. 

ამერიკული გამოცემა აღნიშნავს, რომ Lonvi Biosciences დაბერების საწინააღმდეგო აბების შექმნაზე მუშაობს, ისეთი შენაერთების საფუძველზე, რომლებით ყურძნის წიპწის ექსტრაქტს შეიცავს.

კომპანია ირწმუნება, რომ სპეციალისტებმა შეძლეს განსაკუთრებული მოლეკულის გამოცალკევება, რომელსაც შეუძლია დაბერებული უჯრედების განადგურება, რომლებიც არსებობას აგრძელებენ და ჯანსაღ ქსოვილებს აზიანებენ.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ყურძნის წიპწა ტრადიციულად სასარგებლო პროდუქტად მიიჩნევა როგორც დასავლურ კულტურაში, ისე ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში. Lonvi Biosciences–მა, გაზეთის მონაცემებით, აქტიური მოლეკულების მაღალი კონცენტრაციის კაფსულების წარმოების ტექნოლოგია შეიმუშავა.

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ მათი აბები, ცხოვრების ჯანსაღ წესთან და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებასთან ერთად, ადამიანებს დაეხმარება იცოცხლონ 100 და 120 წლამდეც კი.